ka | en
TSU

ლამეს განტოლების მონოდრომიის ჯგუფის შესახებ

ავტორი: თინათინ ჭოველიძე
საკვანძო სიტყვები: ლამეს განტოლება, ლოკალური მონოდრომია, გლობალური მონოდრომია
ანოტაცია:

ნაშრომში აღწერილია ოთხი რეგულარული განსაკუთრბეული წერტილის მქონე დიფერენციალური განტოლების მონოდრომიის ჯგუფი, როდესაც განტოლების ლოკალური ექსპონენტები ფიქსირებულია. ასეთი განტოლების კანონიკური სახე, როგორც ცნობილია, არის ლამეს განტოლება. ლამეს განტოლება შეიცავს ერთ აქსესორულ პარამეტრს და ამრიგად, განტოლების მონოდრმიის ჯგუფი დამოკიდებულია ამ პარამეტრზე. ნაშრომში აღწერილია პარამეტრზე დამოკიდებული მონოდრომიის ჯგუფები და ნაჩვენებია, რომ ისინი წარმოქმნილია არეკვლებისაგან. გარდა ამისა, მიღებულია იმის პირობა, თუ აქსესორული პარამეტრის რა მნიშვნელობისათვის არის მონოდრომიის ჯგუფი უნიტარული.


მიმაგრებული ფაილები:

ლამეს განტოლების მონოდრომიის ჯგუფის შესახებ [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com