ka | en
TSU

საქართველოს სპორტის სახეობათა სივრცული ორგანიზაციისა და განვითარების გეოგრაფიული თავისებურებანი

ავტორი: საბა მოდებაძე
საკვანძო სიტყვები: სპორტის გეოგრაფია, გეოგრაფიული თავისებურებანი, ლანდშაფტის კომპონენტები
ანოტაცია:

ისეთი კონტრასტული ბუნებრივი პირობების მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, სპორტის სხვადასხვა სახეობების სივრცულ ორგანიზაციაში, პირდაპირი კავშირი არსებობს ბუნებისა და საზოგადოების კომპონენტებთან. სპორტის სახეობებში კონკრეტულად მოვისაზრებთ ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიურ სახეობებს. აქ მხოლოდ იმაზე შეიძლება გავამახვილოთ ყურადღება, თუ რომელი კომპონენტია უფრო სენსიტიური სპორტის ტერიტორიული ორგანიზაციის მიმართ და რომელია უფრო ნაკლებად სენსიტიური. საქართველოში სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობებს წარმოადგენს: ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, თავისუფალი სტილის ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა და ძიუდო. შორს წაგვიყვანდა იმის განხილვა, თუ რა ისტორიული ტრადიციები აქვს სპორტის ამ სახეობებს ჩვენს ქვეყანაში. ბუნებრივი პირობები გავლენას ახდენს, როგორც სპორტის ინფრასტრუქტურის სივრცულ ორგანიზაციაზე, ისე თვით მოქმედ სპორტსმენებზეც, რაც ჯამში მნიშვნელოვნად აისახება სპორტის განვითარებასა და დონეზე საქართველოს სინამდვილეში. სპორტის გეოგრაფია, როგორც სამეცნიერო მიმართულება რამდენიმე ათწლეულია რაც ყალიბდება და მიზნად ისახავს, შეისწავლოს სპორტში ჩაბმულთა ტერიტორიული განაწილება, აგრეთვე სპორტის, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი ახალი და მზარდი დარგის სივრცითი ორგანიზაცია. საქართველოს დღევანდელ პირობებში შეუძლებელია სპორტული გეოგრაფიის საფუძვლიანი შესწავლა და რაიმე სივრცულ-დროითი კანონზომიერების დადგენა, ღია, მუდმივ რეჟიმში განახლებადი კარტოგრაფიულ-ინფორმაციული სისტემის გარეშე. მოცემულ თემაში წარმოდგენილია ლანდშაფტის იმ კომპონენტების გეოგრაფიული ანალიზი, რომლებიც პირდაპირ კავშირშია და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სპორტული ინფრასტრუქტურისა და საერთოდ სპორტის, როგორც განვითარებაზე, ისე გეოგრაფიულ გავრცელებაზე საქართველოში. ეს კომპონენტებია: გეოლოგიური აგებულებისა და რელიეფის გავლენა სპორტის სახეობათა ტერიტორიულ ორგანიზაციაზე, კლიმატის გავლენა სპორტის სახეობათა ტერიტორიულ ორგანიზაციაზე, მოსახლეობის განსახლების გავლენა სპორტის სახეობათა ტერიტორიულ ორგანიზაციაზე, მეურნეობის დარგების განლაგების გავლენა სპორტის სახეობათა ტერიტორიულ ორგანიზაციაზე, სატრანსპორტო კომუნიკაციების გავლენა სპორტის სახეობათა ტერიტორიულ ორგანიზაციაზე, ლანდშაფტის გავლენა სპორტის სახეობათა ტერიტორიულ ორგანიზაციაზე და ეთნოსის გავლენა სპორტის სახეობათა ტერიტორიულ ორგანიზაციაზე. კვლევის საბოლოო შედეგს წარმოადგენს სინთეზური შინაარსის რუკა, რომელზეც ასახული იქნება სპორტის სახეობების, ერთის მხრივ და ბუნებისა და საზოგადოების კომპონენტთა სივრცულ-დროითი მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთკავშირები, მეორეს მხრივ.


მიმაგრებული ფაილები:

Geographical features of the spatial organization and development of Georgian sports [en]
საქართველოს სპორტის სახეობათა სივრცული ორგანიზაციისა და განვითარების გეოგრაფიული თავისებურებანი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com