ka | en
TSU

ალკალოიდები

ავტორი: ლიზი კაკალაშვილი
ანოტაცია:

ალკალოიდები აზოტშემცველი მცენარეული წარმოშობის ფუძე თვისებების მქონე ორგანული ნივთიერებებია, რომელთაც ახასიათებთ ფიზიოლოგიური აქტიურობა. უკანასკნელ წლებში ანალოგიური ნაერთები აღმოჩენილია ზოგიერთ ცხოველურ ორგანიზმში, სხვადასხვა სახის სოკოებში და წყალმცენარეებში. ბაქტერიებში ისინი აღმოჩენილი არ არის. ალკალოიდებს ასინთეზებს მხოლოდ მცენარეული ორგანიზმები. იგი მეორეული წარმოშობის მცენარეულ ნივთიერებებს მიეკუთვნება, ისე როგორც ფენოლური ნაერთები, გლიკოზიდები, ეთერზეთები, მცენარეთა ზრდის სტიმულატორები, ანტიბიოტიკები, ჰიდროარომატული ნაერთები და სხვა. პირველადი კი, როგორც ვიცით არის ცილა, მათ პროტეინები ეწოდებათ, რაც უპირველესს და უმნიშვნელოვანესს ნიშნავს. ეს მეორეული წარმოშობის ნაერთებიც დიდ როლს ასრულებენ როგორც მცენარეულ, ისე ცხოველურ ორგანიზმებში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com