ავტორიზაცია

დანამატების გავლენა ქლორპრომაზინის შემღვრევის წერტილზე
ავტორი: მზია მეყანწიშვილისაკვანძო სიტყვები: შემღვრევის მოვლენა, შემღვრევის წერტილი, ქლორპრომაზინის ჰიდროქლორიდი
ანოტაცია:
ქლორპრომაზინის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება ფსიქოტროპული წამლების კლასს. აღნიშნული ნაერთს ახასიათებს შემღვრევის მოვლენა. შესწავლილია ქლორპრომაზინის ჰიდროქლორიდის წყალხსნარებში შებინდვის (შემღვრევის) ფენომენი სხვადასხვა ბუნების დანამატების არსებობის და არარსებობის პირობებში. დანამატებად გამოიყენებოდა სხვადასხვა ბუნების ნივთიერებები, კერძოდ ამინომჟავები, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, კოსმოტროპული და ქაოტროპული არაიონური დანამატები. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი დანამატის, კერძოდ, მარილმჟავა ორნიტინის და მარილმჟავა არგინინის კონცენტრაციის ზრდა იწვევს ქლორპრომაზინის შემღვრევის ტემპერატურის ზრდას იმ დროს, როცა ასპარაგინის მჟავას და მარილმჟავა ჰისტიდინის მცირე დანამატების შემთხვევაშიც კი ქლორპრომაზინის შემღვრევის პროცესი საერთოდ აღარ დაიკვირვება. ქლორპრომაზინის ჰიდროქლორიდის შემღვრევის პროცესის შესწავლა მნიშვნელოვანია წამლების გადატანის პროცესებში, როგორც მოდელურ სისტემებში, ასევე ცოცხალ ორგანიზმებში.