ka | en
TSU

ქლორპრომაზინის გამოთავისუფლების შესწავლა პოლოქსამერი 407-ის მიკროემულსიებიდან

ავტორი: მარიამი ხიზანიშვილი
საკვანძო სიტყვები: ქლორპრომაზინის ჰიდროქლორიდი, პოლოქსამერი 407, წამლის გამოთავისუფლება, კორსმაიერ-პეპასის კინეტიკური მოდელი
ანოტაცია:

შესწავლილია მიკროემულსიებიდან ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალების ქლორპრომაზინის ჰიდროქლორიდის გამოთავისუფლების პროფილი. მიკროემულსიები მზადდებოდა პოლიმერული ტიპის ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების პოლოქსამერი 407-ის და ტილოქსაპოლის საფუძველზე. ფიზიოლოგიური ხსნარი (pH = 7.0) წარმოადგენდა რეცეპტორულ ხსნარს, ხოლო დონორულ ფაზად გვევლინება ზეთი-წყალში მიკროემულსიაში გახსნილი წამალი ქლორპრომაზინის ჰიდროქლორიდი. ექსპერიმენტები ტარდებოდა დიალიზის მეთოდით ცელულოზის მემბრანების გამოყენებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com