ka | en
TSU

Burkholderia cepacia-ს კომპლექსში შემავალი ბაქტერიების გამოყოფა კლინიკური და გარემოს ნიმუშებიდან და მათი ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის შესწავლა

ავტორი: ნინო ყალიჩავა
საკვანძო სიტყვები: Burkholderia cepacia კომპლექსი, ნოზოკომიური დაავადებები, ანტიბიოტიკების მიმართ მრგძნობელობა
ანოტაცია:

Burkholderia cepacia კომპლექსი აერთიანებს 30-მდე მჭიდროდ დაკავშირებულ ოპორტუნისტულ პატოგენურ სახეობას. ისინი წყლისა და ნიადაგის გარემოში ბუნებრივად მობინადრე გრამ-უარყოფითი ჩხირები არიან და ხასიათდებიან ანტიბიოტიკების მიმართ ბუნებრივი რეზისტენტობით. აღსანიშნავია, რომ ამ კომპლექსის წარმომადგენლები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნოზოკომიური დაავადებების განვითარებაში. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის ზრდასთან ერთად Bcc კომპლექსით გამოწვეული ნოზოკომიური ინფექციები 21-ე საუკუნეში მსოფლიო ჯანდაცვის სფეროსთვის სერიოზული გამოწვევაა. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა Burkholderia cepacia -ს კომპლექსში შემავალი ბაქტერიების გამოყოფა კლინიკური (ჰოსპიტალის გარემო და სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციებით დაავადებული პაციენტები) და გარემოს (წყლისა და ნიადაგის) ნიმუშებიდან და მათი ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის შესწავლა. ჩემს საბაკალავრო ნაშრომში დეტალურად განვიხილავ სამიზნე ბაქტერიული შტამების გამოყოფის მეთოდებს, მათი ფენოტიპური იდენტიფიკაციის პროცესს და იდენტიფიცირებული ბაქტერიული შტამების მგრძნობელობას შერჩეული 17 ანტიბიოტიკის მიმართ.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com