ka | en
TSU

კონცენტრაციული ოსცილაციების კვლევა AOT-ის შებრუნებულ მიკროემულსიებში

ავტორი: გია დაღელაშვილი
საკვანძო სიტყვები: ბელოუსოვ-ჟაბოტინსკის რეაქცია, შებრუნებული მიცელა, ოსცილაციის სიხშირე, ოსცილაციის პერიოდი
ანოტაცია:

წყლის ნანო წვეთები ძალიან მნიშვნელოვან ნანორეაქტორს წარმოადგენს მრავალი რეაქციისთვის, განსაკუთრებით რხევითი რეაქციებისთვის. ბელოუსოვ-ჟაბოტინსკის რხევითი რეაქციის შესწავლა მნიშვნელოვანია იმით, რომ შეიძლება გავერკვეთ ნეირონულ სისტემაში იმპულსის სტაბილურ გატარებაში. სამუშაოს ჩატარების მიზანი იყო სხვადასხვა დანამატების გავლენის შესწავლა ბელოუსოვ-ჟაბოტინსკის (ბჟ) ოსცილირებადი რეაქციის ოსცილაციის პერიოდსა და ამპლიტუდაზე AOT-ის (ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატის) შებრუნებული მიკროემულსიების წყლის ნანო წვეთებში. დადგენილია, რომ დეკანში ბჟ-რეაქცია უფრო სწრაფად მიმდინარეობს ვიდრე ჰექსანში, რომ რეაქციის ოსცილაციის სიხშირე იკლებს გოგირდმჟავასა და კალიუმის ბრომატის კონცენტრაციის შემცირებით, ასევე ოსცილაციის სიხშირე იკლებს სისტემაში ქლორის მჟავას წილის მატებისას გოგირდმჟავა-ქლორის მჟავას ნარევში. გარდა ამისა, ოსცილაციის სიხშირე გაიზარდა და შემცირდა შესაბამისად კოსმოტროპული გლუკოზასა და ქაოტროპული შარდოვანას დამატებისას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com