ka | en
TSU

აღმოსავლეთ საქართველოს ნავთობების სისტემური კვლევა-ნორიოს ახალი, №200 ჭაბურღლის ნავთობში არსებული არომატული ნახშირწყალბადების შესწავლა

ავტორი: Vitali Devrisashvili
ანოტაცია:

შესწავლილია ნორიოს ახალი №200 ჭაბურღილის ნავთობის ფიზიკურ–ქიმიური მახასიათებლები. ნორიოს ნავთობის მაღალმდუღარე ფრაქციის დაყოფის მრავალსაფეხურიანი მეთოდიკის გამოყენებით შესაძლებელი გახდა პოლიციკლური არომატული სპექტრების დადგენა მოლეკულურ დონეზე ტრადიციული GC-MS მეთოდის საშუალებით. შესწავლილია პეტროლეინის ეთერით გამოყოფილი საკვლევი ნიმუში და მისი კრისტალიზაციით მიღებული კომპონენტები. საკვლევ ნიმუშში იდენტიფიცირებულია პოლიციკლური არომატული სტრუქტურების: ინდენების, ტეტრალინების, დინაფტილბენზოლების, ნაფტალინების, აცენაფტილენების, ფლუორენების, ფენანტრენების, ანტრაცენების, ნაფტოფლუორენებისა და ფენანტრენების მონო- და პოლიალკილწარმოებულები, აგრეთვე ტერპენილები; ხოლო ელუატის კრისტალურ ნიმუშებში იდენტიფიცირებულია: ბენზანტრაცენი, ქრიზენი, მათი მეთილ-, დიმეთილ- და ტრიმეთილ- ანალოგები, ფენანტრენის წარმოებულები, ანტრაცენები და პირენები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com