ka | en
TSU

ხრამის კრისტალური მასივის კვარც-პორფირების და გრანიტ-პორფირების მინერალოგია, პეტროგრაფია და გეოქიმია

ავტორი: ონისე ბერიძე
საკვანძო სიტყვები: ხრამი, მინერალოგია პეტროგრაფია
ანოტაცია:

ხრამის კრისტალური მასივი საქართველოს ტერიტორიაზე შიშვლდება მდ. ხრამის აუზისა და მისი შენაკადების მდ. ჭოჭიანის, კლდეისის და ასლანურას ხეობებში, დაახლოებით 500კმ² ფართობზე. მასივი წამოადგენს ართვინ-ბოლნისის ბელტის ჰორსტისებური აზევების გადარეცხილ ნაწილს და მიეკუთვნება შავი ზღვა ცენტრალური ამიერკავკასიის ტერეინს. აღნიშნულ მასივი წარმოდგენილია კამბრიულამდები გნეისურ-მიგმატიტური კომპლექსით, ქვედა პალეოზოური მეტაგაბროებით, გვიანვარისკული მაგმური და ვულკანოგენურ-დანალექი წარმონაქმნებით, მცირე გავრცელებით სარგებლობს კამბრიულისწინა სერპენტინიტები და მეტამორფიზმის დაბალი საფეხურის გვიანპალეოზოური ქვიშაქვები. ჩვენს ინტერეს წარმოადგენს ხრამის კრისტალური მასივის გვიანპალეოზოური კვარცპორფირები, რომლებიც საკმაოდ დეტალურად არის შესწავლილი. ეს ქანები ქმნის მძლავრ სილესებრ სხეულებს და ჰიფსომეტრიულად ყველაზე მაღალ ნიშნულს იკავებენ. გვხვდება მასიური, ლინზისებური და ასევე დაიკების სახით. კვარცპორფირები იკვეთება მრავალრიცხოვანი კვარციანი და უკვარცო ალბიტოფირების დაიკებით, რომლებიც შეცვლილი ქანისგან ფერით არ განირჩევა. კვარცპორფირები და გრანიტპორფირები სივრცობრივად და პეტროქიმიურად მჭიდრო გენეტურ კავშირშია გვიანვარისკულ გრანიტებთან და ზედაპალეოზოურ ვულკანოგენურ-დანალექ კომპლექსთან ( ქვედა ტუფიტებთან). ზემოთ ხსენებული ქანების ასაკი და ურთიერთდამოკიდებულება დღემდე დისკუსიის საგანია. ამ ქანების გეოქიმიური შესწავლა თანამედროვე მეთოდების გამოყენებას მოითხოვს. კერძოდ უნდა მოხდეს ქანებში იშვიათი და იშვიათმიწა ელემენტების შემცველობის განსაზღვრა და მათი განაწილების კანონზომიერების დადგენა. ჩვენი კვლევის მიზანია ხრამის კრისტალური მასივის კვარცპორფირების პეტროლოგიური შესწავლა. კერძოდ, კვლევა ითვალისწინებს უახლესი აპარატურის და თანამედროვე მეთოდების გმოყენებით, პეტრომინერალოგიური და გეოქიმიური საკითხების გაშუქებას. შესასწავლი კვარცპორფირებისთვის შესრულდა იშვიათი და იშვიათმიწა ელემენტების დეტალური გეოქიმიური კვლევა.


მიმაგრებული ფაილები:

ანოტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com