ka | en
TSU

„მდინარე ყვირილას მიმდებარე ტერიტორიების მანგანუმით დაბინძურების შესწავლა და შესაძლო ფიტორემედიაცია“

ავტორი: რუსუდან ცინცაძე
საკვანძო სიტყვები: მძიმე მეტალები, ნიადაგი, მანგანუმი, ფიტორემედიაცია, ფიტოლაკა ამერიკანა.
ანოტაცია:

მდინარე ყვირილა წლების განმავლობაში ბინძურდებოდა სამრეწველო ნარჩენებით, რამაც საბოლოოდ, მის ირგვლივ, ნიადაგებში მძიმე მეტალთა კონცენტრირება და მათი დაბინძურება გამოიწვია. ფიტორემედიაცია თანამედროვე, ბიუჯეტური და ეფექტიანი საშუალებაა სხვადასხვა მატრიციდან, ამა თუ იმ დამაბინძურებელი ნივთიერების აღმოსაფხვრელად. ბოლო წლებში კი მცენარე Phytolacca Americana სამეცნიერო ლიტერატურაში ჰიპერაკუმულატორის სახელით მოგვევლინა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვესწავლა მდინარე ყვირილას მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგით დაბინძურების ხარისხი და აღნიშნული მცენარის ფიტორემედიაციული შესაძლებლობები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com