ავტორიზაცია

ქლორფენირამინის ენანტიომერების მიგრაციის რიგის შესწავლა კაპილარულ ელექტროფორეზში ქირალურ სელექტორებად დამუხტული ციკლოდექსტრინების გამოყენებით
ავტორი: თამუნა ჩიფჩიურიანოტაცია:
დღევანდელ დღეს მედიცინა უწყვეტად ვითარდება, ხდება ახალი მედიკამენტების აღმოჩენა, შედარებით ძველების კი გაუმჯობესება და პრაქტიკაში გამოყენება, მათი უმეტესობა კვლავაც აქტუალურია თანამედროვე მედიცინაში. კაპილარული ელექტროფორეზი წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან მეთოდს. სამკურნალწამლო ნივთიერებების უმეტესი ნაწილი შეიცავს ქირალურ ცენტს. ქირალური ცენტრის შემცველი სამკურნალო ნივთიერებების ნაწილი გამოიყენება რაცემატის სახით, რომლებიც ენანტიომერების ეკვიმოლური რაოდენობისგან შედგება. ენანტიომერები განსხვავებულად მოქმედებენ ბიოლოგიურ ორგანიზმზე, რადგან ისინი განსხვავდებიან, ბიოლოგიური აქტიურობით, მოქმედებით, ტოქსიკოლოგიურობით. ქლორფენამინი (INN, ქლორფენირამინი) არის ანტიჰისტამინი, რომელიც გამოიყენება ალერგიული მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა თივის ცხელება, რინიტი და ჭინჭრის ციება. იგი ფართოდ არის გავრცელებული თანამედროვე მედიკამეტბეში გვერდითი ეფექტების შესამცირებლად, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვესწავალა ქლორფენირამინის ენანტიომერების მიგრაციის რიგის შესწავლა კაპილარულ ელექტროფორეზში ქირალურ სელექტორებად დამუხტული ციკლოდექტრინების გამოყენებით, რაზეც დათმობილია ჩემი ნაშრომი.
მიმაგრებული ფაილები:
ქლორფენირამინის ენანტიომერების მიგრაციის რიგის შესწავლა კაპილარულ ელექტროფორეზში ქირალურ სელექტორებად დამუხტული ციკლოდექსტრინების გამოყენებით [ka]