ავტორიზაცია
კალციუმიანი კომპლექსური DPPC და DPPA ლიპოსომების კალორიმეტრიული და სპექტროფოტომეტრიული კვლევა
ავტორი: სალომე ჩინჩალაძესაკვანძო სიტყვები: ლიპოსომები, ნანონაწილაკები, კალორიმეტრია
ანოტაცია:
კვლევაში შესწავლილია DPPA და DPPC ფოსფოლიპიდებისაგან დამზადებული, როგორც უკომპლექსო ასევე კალციუმის შემცველი კომპლექსური ლიპოსომები კალორიმეტრულად და სპექტროფოტომეტრულად. 200 ნმ დიამეტრის ლიპოსომების დამზადდა ახალი ნანოტექნოლოგიით. კომპლექსური ლიპოსომები დამზადდა როგორც წყალში, ისე 20 %-იანი გლიცერინის გამხსნელში. როგორც კალორიმეტრული და სპექტროფოტომეტრული ექსპერიმენტები გვიჩვენებს ახალი ტექნოლოგიით დამზადებული CaCl2 მოლეკულები ინკორპორირებულია ლიპოსომების სტრუქტურაში, რაც მათი სამკურნალოდ გამოყენების საშუალებას იძლევა. თანაც ასეთ კომპლექსურ ლიპოსომებში კალციუმი მოთავსებულია დიდი რაოდენობით, თუმცა მათი სისხლში მოხვედრა არ იწვევს გვერდით ეფექტებს. ნაშრომში განისაზღვრა კომპლექსური ლიპოსომების სტრუქტურა და თერმული სტაბილობა. კერძოდ, მიღებული ექსპერიმენტული შედეგების მიხედვით მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ დამზადებული კალციუმიანი ნანონაწილაკების სტრუქტურა შეიძლება იყოს როგორც უნილამინარული ასევე მულტილამინარული, კერძოდ წყალსა და გლიცერინში მომზადებული როგორც უკომპლექსო ასევევე კალციუმიანი DPPC ლიპოსომის სტრუქტურა არის მულტილამინარული, ხოლო წყალში მომზადებული უკომპლექსო DPPA ლიპოსომების სტრუქტურა არის უნილამინარული, ხოლო წყალში მომზადებული კალციუმიანი DPPA ლიპოსომები წარმოქმნის მულტილამენარულ სტრუქტურას. რაც შეეხება გლიცერინში მომზადებული როგორც სუფთა , ასევე კალციუმიანი DPPA ლიპოსომების სტრუქტურა არის მულტილამელარული.