ka | en
ავტორიზაცია

CBM დანადგარის STS სისტემის სენსორის მახასიათებლების ოპტიმიზაცია პიკოამპერმეტრით
ავტორი: ლუკა ღომიძეთანაავტორები: ლუკა ღომიძე
საკვანძო სიტყვები: სილიციუმის სენსორი, დეტექტორი, პიკოამპერმეტრი, STS სისტემის ტესტირება.
ანოტაცია:
ნაშრომში მოცემულია CBM დანადგარის STS სისტემის სენსორის ტესტირების შედეგები და მისი მახასიათებლების დადგენა პიკოამპერმეტრის გამოყენებით. სამუშაო შესრულებულია დარმშტადტის (გერმანია) მძიმე იონებისა და ანტიპროტონების კვლევით ცენტრში (FAIR) ორთვიანი სტაჟირების დროს. ნაშრომში მოკლედაა აღწერილი სილიკონის ტრეკული სისტემის სენსორის დიზაინი, მუშაობის პრინციპები და მახასიათებლები, განხილულია სამუშაო პარამეტრების მორგების და ანალიზის მეთოდები, ასევე STS სისტემის ფიზიკური და ტექნიკური ასპექტები, სილიკონის სენსორის გამოყენების თავისებურებები, საოპერაციო პირობებისა და მახასიათებლების დადგენის მეთოდები.