ავტორიზაცია

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მანგანუმის მოპოვების ზონის ზედაპირული წყლების და ლამების ქიმიური შედგენილობის გამოკვლევა
ავტორი: ანნა მოსიაშვილიანოტაცია:
არასწორი ანთროპოგენული ზემოქმედებისა და სამთო- გამამდიდრებელი მრეწველობის ინტენსივობის ზრდასთან ერთად , სამრეწველო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების საკითხი სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს , სწორედ ამიტომ ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მანგანუმის მომპოვებელი ზონის ზედაპირული წყლების და შლამების ქიმიური შედგენილობის გამოკვლევა.აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს ჭიათურის მანგანუმის მომპოვებელი საბადო ,სადაც დღემდე ღია კარიერული წესით მიმდინარეობს მანგანუმის მოპოვება.წიაღისეულის მოპოვებას უდიდესი გავლენა აქვს გარემოზე.ფართომაშტაბიან მოპოვებით საქმიანობას , ჩვეულებრივ უკავშირდება დიდ ტერიტორიაზე ტყეების გაჩეხვა და მცენარეული საფარის განადგურება.ეს საგრძნობლად ცვლის ლანდშაფტს და გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე.ხდება მიწისქვეშა , ზედაპირული წყლების და ნიადაგის დაბინძურება. ჩვენი მთავარი მიზანი იყო მანგანუმის შეცველობის განსაზღვრა მდინარე ყვირილაში , რადგანაც ძირითად შემთხვევაში მდინარე ჩამოედინება შავი ფერის , რაც გამოწვეულია ფაქტით, რომ ჭიათურის მანგანუმის მომპოვებელი საბადოდან გამომავალი ჩამდინარე წყლები ,გაწმენდის გარეშე ჩაედინება მდინარე ყვირილაში ,რაც იწვევს მდინარის წყლის შეწონილი ნაწილაკებით და მანგანუმის ნაერთებით დაბინძურებას.