ავტორიზაცია

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მანგანუმის მოპოვების ზონის ნიადაგების ქიმიური შედგენილობის გამოკვლევა
ავტორი: ქეთევან მაჭარაშვილიანოტაცია:
ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების ზონისა და საცხოვრებელი გარემოს განცალკევება წლების მანძილზე მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების, დამაზიანებელი პრაქტიკებისა და სხვა მიზეზების გამო ვერ ხერხდება. მანგანუმს მოიპოვებენ საძოვრებსა და გზებზე, სოფლების ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ და უშუალოდ სახლების ეზოშიც კი . ძველი და ახალი, მიტოვებული და განახლებული მაღაროები და ღია კარიერები მოწყობილია დასახლებული ტერიტორიის ქვეშ და მათ მომიჯნავედ. ასეთი განლაგება ქმნის უკიდურესად სახიფათო მდგომარეობას. მანგანუმის მოპოვება ღია კარიერული წესით ხდება, რისთვისაც საჭიროა ტყის გაჩეხვა, მცენარეული საფარის, ლანდშაფტის შეცვლა, ჰუმუსის, ანუ ნიადაგის ნაყოფიერი ფერის მოხსნა და დაბინძურება. აღნიშნული ქმედება იწვევს ნიადაგის დეგრადირებას. ჩვენს მიზანს წარმოადგენდა საჩხერისა და ჭიათურის ნიადაგის ანალიზი, განვსაზღვრე მთავარი იონები . განსაკუთრებული ყურადღება მივაქციე ნიადაგში მანგანუმის შემცველობის განსაზღვრას, ვინაიდან ჭიათურაში არის მანგანუმის მომპოვებელი საბადოები. მართალია, მანგანუმის იონები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ადამიანის ორგანიზმში , მაგრამ დიდი რაოდენობით მანგანუმი იწვევს მოწამლას. მანგანუმის მტვრისა და ორთქლის ზემოქმედება , თუნდაც მცირე დროის განმავლობაში , საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ეს ყოველივე ჭიათურის მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.