ka | en
TSU

წყლის ნანოწვეთების სტრუქტურის შესწავლა შებრუნებულ მიკროემულსიებში მოლეკულური სინჯის გამოყენებით

ავტორი: მარიამი კიკნაველიძე
საკვანძო სიტყვები: შებრუნებული მიცელა, ოპტიკური სინჯი, შეკავშირების მუდმივა, ტილოქსაპოლი, პლურონიკი F127
ანოტაცია:

შებრუნებული მიცელების მიკროგარემოს ულტრაიისფერი-ხილული სპექტრომეტრიის მეთოდით კვლევა ოპტიკური სინჯების გამოყენებით ზედაპირულად აქტიური ნივთიერების თავურ ჯგუფებთან ანუ იონურ ცენტრებთან ახლოს მდებარე წყლის აგრეგატების თვისებების შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. განსაზღვრულია მოლეკულური სინჯის ორთო-ნიტროანილინის ანიონური ტიპის ნატრიუმის დიეთილჰექსილ სულფოსუქცინატის (AOT) შებრუნებულ მიცელებთან შეკავშირების კონსტანტები არაიონური ზედაპირულად აქტიური პოლიმერული ბუნების დანამატების პლურონიკი F127-ის და ტილოქსაპოლის თანაობისას შებრუნებული მიცელების წყლის წვეთებში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com