ავტორიზაცია

N-ეთილჰექსედრონისა და მისი მეტაბოლიტების ენანტიოსელექტიური ბიოანალიზური მეთოდის დამუშავება სითხური ქრომატოგრაფია-მას სპექტრომეტრიის გამოყენებით
ავტორი: მარიამ კობახიძეანოტაცია:
მას შემდეგ, რაც არალეგალური ნარკოტიკების და სხვადასხვა ფარმაცეტული პრეპარატების რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება, ენანტიოსელექტიური ანალიზის როლი ფარმაცევტულ ქიმიაში, ტოქსიკოლოგიაში თუ სხვა სფეროში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ენანტიოსელექტიური მაღალი ეფექტურობის სითხური ქრომატოგრაფია-ტანდემური მას სპექტრომეტრია (HPLC- MS/MS) მეტ-ნაკლებად ადეკვატურად აკმაყოფილებს ამ სფეროებში არსებულ მოთხოვნებს და აქვს პოტენციალი, დაეხმაროს მკვლევარს ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი უცხო ნივთიერებათა იდენტიფიკაციასა და ნივთიერების ბოროტად გამოყენების სწორ ინტერპრეტაციაში. როგორც ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, არის გარკვეული ტექნიკური საკითხები, რომლებიც მეცნიერებმა უნდა გაითვალისწინონ, რათა სწორად ჩაატარონ ენანტიოსელექტიური HPLC-MS/MS ექსპერიმენტი. წინამდებარე მოცემული ნაშრომი კი ამ კუთხით ჩვენი დაკვირვებების ერთგვარი შეჯამებაა. ნაშრომის მიზანია ადამიანის სისხლის, ნერწყვისა და შარდის ნიმუშებში N-ეთილჰექსედრონის და მისი მეტაბოლიტების ენანტიოსელექტიური ბიოანალიზური მეთოდის დამუშავება სითხური ქრომატოგრაფია-ტანდემური მას სპექტრომეტრიის გამოყენებით. თავდაპირველად სკრინინგი გავაკეთეთ რამდენიმე უძრავი და მოძრავი ფაზის გამოყენებით. ექსპერიმენტში მოძრავ ფაზად გამოყენებული იყო მეთანოლი-წყალი 60-40% თანაფარდობით 5 მილიმოლური ამონიუმის აცეტატის დანამატით, ხოლო ქირალურ სვეტს წარმოადგენდა ლუქს ცელულოზა-1 (Sp-1).