ავტორიზაცია
ფსევდოანალიზურ დიფერენციალურ ფორმათა კონა
ავტორი: ირაკლი სიხარულიძძეანოტაცია:
მოიყვანება ხერხი განზოგადოებისა ბერს-ვეკუას თეორიაში განხილული პსევდოანალიზურობის ცნებისა კომპლექსურ მრავალსახეობაზე განსაზღვრულ დიფერენციალურ ფორმებზე, განისაზღვრება კონა, რომლის კვეთებიც ღია სიმრავლეზე არიან დიფერენციალური ფორმები, რომელთა კომპონენტ-ფუნქციები ნებისმიერი ლოკალური კოორდინატული სისტემით ინდუცირებელი მატრივიალიზებელი კვეთების მიმართ აკმაყოფილებს თვითოეული არგუმენტის მიმართ კომპლექსურად წრფივ კარლემან-ბერს-ვეკუას განტოლებას; ასეთი კონა შეიძლება განისაზღვროს როგორც ბირთვ-კონა სათანადოდ განსაზღვრული კონათა ჰომომორფიზმისა, რომლისთვისაც, გარკვეული პირობების შესრულებისას, სრულდება პუანკარეს ლემის ანალოგი და, იმავე პირობების შესრულებისას, მიმდევრობა ასეთ კონათა ჰომომორფიზმთა ადგენს კომპლექსს, რაც იძლევა შესაძლებლობას დამტკიცდეს დოლბოს თეორემის ანალოგი ამ კონათათვის.
მიმაგრებული ფაილები:
ფსევდოანალიზურ დიფერენციალურ ფორმათა კონა [ka]