ავტორიზაცია
ფილების ტექტონიკა და რეგიონული მეტამორფიზმი (კავკასიონის მაგალითზე)
ავტორი: ანნა კიკვაძესაკვანძო სიტყვები: ფილების ტექტონიკა, მეტამორფიზმი, წყვილი მეტამორფული სარტყლები, კავკასია.
ანოტაცია:
პრეზენტაცია ეხება სუბდუქციის ზონაში წყვილი მეტამორფული სარტყლების არსებობას. გამოყოფილია მაღალი, დაბალი და ზომიერი წნევის ტიპები. მაღალი წნევის მეტამორფული სარტყლები განლაგებულია დაბალი წნევის სარტყელისა და ოკეანეს შორის. მეტამორფული სარტყლების ფორმირება დაკავშირებულია ბენიოფის ზონის გასწვრივ კუნძულთა რკალისა და კონტინენტების პერიფერიის ქვეშ ოკეანის ფსკერის დაძირვასთან. მაღალი წნევის მეტამორფული სარტყელი დამახასიათებელია სიღრმული ღარებისთვის, სადაც სითბური ნაკადის მიწოდება ძალიან მაღალია, ხოლო დაბალი წნევის სარტყელი განვითარებულია კუნძუთა რკალებისა და კონტინენტების განაპირა ზონის არეში. ამ უკანასკნელის ზედა ნაწილში ფიქსირდება ანდეზიტური ვულკანიზმის მნიშვნელოვანი გამოვლინება, ხოლო სიღრმულ ზონებში ინტენსიური სითბური ნაკადის მოდინება. წყვილი მეტამორფული სარტყელის არსებობა განხილულია კავკასიის მაგალითზე.