ka | en
TSU

ელექტროკარდიო სიგნალების ანალიზი და სინთეზი

ავტორი: ანა ნოზაძე
საკვანძო სიტყვები: ელექტროკარდიოგრამა, გულისცემა, კარდიორითმები, ვან დერ პოლის განტოლება, ვან დერ პოლის გულის ელექტრული მოდელი, ფურიე ანალიზი, ვეივლეტ ანალიზი, კორელაციური ანალიზი, ტრენდმოცილებული ფლუქტუაციური ანალიზი, სინქრონიზაცია, კარდიორითმების სინქრონიზაცია
ანოტაცია:

საბაკალავრო ნაშრომის მიზანია კარდიოგრამის პარამეტრიზაცია და კარდიოსიგნალების მოდელირება ფურიე, ვეივლეტ, კორელაციური და ტრენდმოცილებული ფლუქტუაციური ანალიზის მეთოდებით (DFA). ნაშრომში განხილულია ვან დერ პოლის გულის ელექტრული მოდელი და გულის მოდიფიცირებული მოდელი არაწრფივი ოსცილატორების გამოყენებით და სათანადო საკონტროლო სიგნალის შემუშავებით. პიკებისა და მათი კორელაციების საშუალებით დავინახეთ მკვეთრი განსხვავება ჯანმრთელი და დაავადებული ადამიანის გულისცემის ცვალებადობას შორის რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას დაავადებათა დიაგნოსტიკაში. ვეივლეტის შემთხვევაში ამ მეთოდის უპირატესობა გამოიხატა იმით, რომ შევძელით შეუმჩნეველი , მცირე არითმიების დანახვა. კარდიოგრამის მონაცემები აღებულია ვებ-გვერდი Phisionet-დან და დამუშავებულია MATLAB-ში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com