ka | en
TSU

მზის აქტივობის მონაცემთა ანალიზი სპექტრალური მეთოდებით

ავტორი: მარიამ გოგოლაძე
საკვანძო სიტყვები: მზე, მზის აქტივობა, სპექტრალური ანალიზი, ფურიე ანალიზი, ვეივლეტ ანალიზი, ჰილბერტ-ჰუანგის გარდაქმნა, მზის ენერგეტიკული დინამიკა, F.10.7. ინდექსი, ვოლფის რიცხვი.
ანოტაცია:

მზეზე მიმდინარე პროცესები უდიდეს გავლენას ახდენს დედამიწის კლიმატურ, ბიოლოგიურ და გეომაგნიტურ მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ, მზის აქტივობის და დინამიკის გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის. უძველესი დროიდან მზის შესწავლას, მასზე პირდაპირი დაკვირვებით ახდენდნენ, ამჟამად კი მრავალ თანამედროვე მეთოდს იყენებენ, როგორც დედამიწაზე არსებული სხვადასხვა ტიპის აპარატებით, ასევე კოსმოსში არსებული თანამგზავრებით. მზის და დედამიწის მჭიდრო კავშირის კვლევა წარმოადგენს მზე -დედამიწის კავშირების ფიზიკის უმთავრეს ამოცანას. ნაშრომში მზის აქტივობის და მისი მახასიათებლების (ინდექსების) გამოყენებით შევისწავლეთ მზის აქტივობა და ენერგეტიკული მახასიათებლები. ასევე შევეხეთ მზის დინამიკის სტატისტიკურ პროგნოზს. მიღებული რთული, სტოხასტური სიგნალების ანალიზი ჩატარებულია, როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა: ფურიე ანალიზი, ვეივლეტ ანალიზი, რეკურენტული დიაგრამების და რაოდენობრივი ანალიზი, ჰილბერტ-ჰუანგის გარდაქმნა და ემპირიული მოდების ანალიზი. საბოლოოდ კი, გამოვარკვიეთ მზის ენერგეტიკული დინამიკის ტენდენცია მზის მახასიათებელ ინდექსებზე დაყრდნობით, რომლისთვისაც მონტე კარლოს მეთოდით გამოთვლილია სტოხასტური სიგნალების შესაბამისი ინტეგრალები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com