ავტორიზაცია

ტყვიის იონების ზეგავლენის შესწავლა რიბოსომული ცისტრონების აქტივობაზე
ავტორი: ხატია ნადირაძეანოტაცია:
დღეისათვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს მძიმე მეტალების არსებობა, როგორც ატმოსფეროში ასევე ჰიდროსფეროსა და ნიადაგშიც. საბოლოოდ ეს მძიმე მეტალები ხვდებიან ცოცხალი ორგანიზმების, მათ შორის, ადამიანის სხეულშიც, რაც აფერხებს მათში მიმდინარე პროცესების ნორმალურად წარმართვას. დღესდღეისობით უამრავი გამოკვლევა არის მიმართული მძიმე მეტალების ზემოქმედების შესწავლისკენ, შეისწავლება მათი მოქმედება ეპიგენეტიკურ პროცესებზეც, რადგანაც ნებისმიერი პათოლოგიის განვითარება დაკავშირებულია გენეტიკურ დარღვევებთან. ტყვია ყველაზე მნიშვნელოვანი, ტოქსიკური მძიმე მეტალია გარემოში. მას გააჩნია ბევრი გამოყენებადი თვისება, როგორიცაა მისი სირბილე, დრეკადობა, ცუდი ელექტროგამტარობა. იგი ასევე ძნელად იჟანგება. ეს ყვლაფერი განაპირობებს მის გამოყენებას მრავალ ინდუსტრიაში. ტყვია არ არის ბიო დაშლადი, ამასთანავე იგი მასიურად გამოიყენება დღესაც. ამიტომ ხდება მისი დაგროვება გარემოში. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ინტერესს იწვევს ტყვიის იონების მოქმედების შესწავლა ქრომოსომული პარამეტრების ცვლილებაზე. ასევე ინტერესის საგანს წარმოადგენს ბირთვაკმაორგანიზებელი რაიონების აქტიურობის შესწავლა ტყვიის იონების ზემოქმედებისას, ვინაიდან გვექნება წარმოდგენა სინთეზური პროცესების აქტივობაზე, ზემოხსენებული მეტალის მოქმედების პირობებში. შესაბამისად, კვლევის მიზანს წარმოადგენდა საშუალო ასაკის ინდივიდების პერიფერიოული სისხლის ლიმფოციტურ კულტურებში ქრომოსომული დარღვევების სიხშირის შესწავლა და ბიორთვაკმაორგანიზებელი რაიონების აქტიურობის განსაზღვრა, ტყვიის იონების განსხვავებული კონცენტრაციებითა და დროის განსხვავებული ხანგრძლივობით ზემოქმედების პირობებში. როგორც კვლევის შედეგების ანალიზისას აღმოჩნდა, ტყვიის იონების განსხვავებული კონცენტრაციისა და სხვადასხვა დროის ხანგრძლივობით ზემოქმედებას ადამიანის პერიფერიული სისხლის ლომფოციტურ კულტურათა უჯრედებზე, აქვს სპეციფიკური ხასიათი და მკვეთრად განსხვავდება გენეტიკური პარამეტრები აღნიშნულ შემთხვევებში.