ავტორიზაცია

გარდაბნის წყალგამწმენდი ნაგებობის ლამების გამოკვლევა ზოგიერთი მძიმე მეტალის შემცველობაზე მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრის გამოყენებით
ავტორი: გიორგი აბაშიძეანოტაცია:
ქ. თბილისის, რუსთავის, მცხეთისა და გარდაბნის არინების სისტემები უკავშირდება გარდაბნის წყალგამწმენდ ნაგებობას, სადაც ხდება წყლის მექანიკური და ნახევრადბიოლოგიური დამუშავება. ურბანული (საყოფაცხოვრებო და საწარმოო) ჩამდინარე წყლების გაწმენდის პროცესში დიდი რაოდენობით წარმოიქმნება რთული შედგენილობის სველი ნარჩენი - ლამი, რომელიც შედგება როგორც ორგანული ასევე არაორგანული ნივთიერებებისგან. ლამი ასევე შეიცავს პათოგენურ კომპონენტებს და მიკრობებს, რომლებიც მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობაზე, კონტაქტის ან კვებითი ჯაჭვის მეშვეობით. აღსანიშნავია ასევე, რომ ლამის ტოქსიკურობა ძირითადად განისაზღვრება მათში მძიმე მეტალის იონების არსებობით. ამ თვალთახედვით ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა გარდაბნის წყალგამწმენდი ნაგებობის ლამის ნიმუშებში ზოგიერთი ნორმირებული ელემენტის: კადმიუმი (Cd), ტყვია (Pb), თუთია (Zn), სპილენძი (Cu), ნიკელი (Ni), ქრომი (Cr), დარიშხანი (As), მანგანუმი (Mn), რკინა (Fe) და (Al) განსაზღვრა მიკროტალღური პლაზმის ატომურ-ემისიური სპექტრომეტრის (MP-AES) გამოყენებით და მიღებული მონაცემების შედარება ნორმატიულ სიდიდეებთან.