ავტორიზაცია

ბრომფერინამინის ენანტიომერების მიგრაციის რიგის შესწავლა კაპილარულ ელექტროფორეზში ქირალურ სელექტორებად დამუხტული ციკლოდექსტრინების გამოყენებით
ავტორი: თამუნა დანელიაანოტაცია:
დღესდღეობით სამკუნალწარმო ნივთიერებების ნახევარზე მეტი მოლეკულაში შეიცავს ქირალურ ცენტრს, მათი უდიდესი ნაწილი გამოიყენება რაცემანტის სახით, რომლებიც შედგება ენანტიომერების ეკვიმოლეკულური რაოდენობისგან. ენატიომერები თავის მხრივ ქიმიური შედგენილობით და ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით ერთნაირია, მაგრამ ხშირად ავლენენ განსხვავებულ მეტაბოლურ, ფარმაკოლოგიურ, ტოქსიკოლოგიურ და ა.შ მოქმედებას. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადამიანის ორგანიზმი დიდი რაოდენობით ჰომოქირალურ ნაერთს შეიცავს, რის გამოც იგი მძლავრ ქირალურ სელექტორს წარმოადგენს და განსხვავებულად რეაგირებს სხვადასხვა ენანტიომერზე. ამგვარად, ერთი იზომერი შეიძლება ავლენდეს დადებით ფარმოკოლოგიურ და თერაპიულ მოქმედებას, როდესაც შესაძლოა მეორე ენანტიომერმა გამოვლინოს ძლიერ ტოქსიკური ეფექტი. ამიტომაც ფარმაცევტული საშუალების რეგისტრაციამდე აუცილებელია ენანტიომერის აქტივობის შესწავლა, თუ რომელი ენანტიომერი გამოავლენს დადებით თერაპიულ ეფექტს და მხოლოდ ეს ენანტიომერი იქნას გამოყენებული სუფთა სახით სამკუნალო საშუალებად. აქიდან გამომდინარე, დღესდღეობით ენანტიომერების ნარევის დაყოფის შესწავლა ერთ-ერთ აქტუალურ თემას წარმოადგენს. ენანტიომრების დაყოფის ერთ-ერთ მძლავრ მეთოდს წარმოადგენს კაპილარული ელექტროფორეზი. მისი უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში: ხასიათდება მაღალი ეფექტურობით, ანალიზის მსვლელობა მოითხოვს მცირე დროს, განეკუთვნება მინიატურულ მეთოდებს, რომლიც არ აბინძურებს გარემოს. ასევე კაპილარი მდგარდია ძაბვის მიმართ, რაც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ მაღალი ძაბვა მცირე რაოდენობის სითბოს წარმოქმნის ხარჯზე. ასეთი ძაბვის გამოყენება უზრუნველყოს მეთოდის მაღალ ეფექტურობას, ანალიზის მცირე დროს და მაღალ გარჩევითობას. კაპილარულ ელექტროფორეზში დაყოფა ქირალური სელექტროების გამოყენებით ხდება. აღნიშნულ მეთოდში უმეტესად ქირალურ სელექტროებად ციკლოდექსტრინები გამოიყენება, რომლებიც ხასიათდებიან ქირალური გამოცნობის უნივერსალური შესაძლებლობებით. ციკლოდექსტრინები კარგად იხსნებიან წყლიან ბუფერებში და არ წარმოადგენენ ტოქსიკურ ნივთიერებებს. მათი ურთიერთქმედება ქირალურ მოლეკულებთან შესაძლოა სხავდასხვა სტერეოსელექტიური მექანიზმით წარიმართოს. ციკლოდექსტრინები ენანტიოსელექტიურად გამოიცნობენ ენანტიომერებს გარადამავლი არაკოვალენტური დიასტერეომერული კომლექსების წარმოქმნით. მიღებული კომპლექსები ერთმანეთისგან სივრცითი ორიენტაციით ან სპეციფიური მოლეკულათშორისი ურთიერთქმედების ძალებით განსხვავდებიან, რის მეშვეობითც ხდება ელექტროფორეტული ძვრადობებს შორის განსხვავება და ენანტიომერების დაყოფა.
მიმაგრებული ფაილები:
ბრომფერინამინის ენანტიომერების მიგრაციის რიგის შესწავლა კაპილარულ ელექტროფორეზში ქირალურ სელექტორებად დამუხტული ციკლოდექსტრინების გამოყენებით [ka]