ka | en
TSU

„ნინოწმინდის ნედლი ნავთობის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების შესწავლა.“

ავტორი: მარიამი სამხარაული
საკვანძო სიტყვები: სიმკვრივე, სიმკვრივე 0API, კინემატიკური სიბლანტე, მახასიათებლები, გაზური ქრომატოგრაფი
ანოტაცია:

ანოტაცია საქართველოში ცნობილია ნავთობისა და გაზის 1500-ზე მეტი გამოვლინება, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნახშირწყალბადების 18 საბადო: 16 - ნავთობის, 1 - გაზოკონდენსატის, 1 - გაზის. კვლევებით დადგენილია, საქართველოში მოიპოვება ერთმანეთისაგან ქიმიური ბუნებით განსხვავებული თითქმის ყველა ცნობილი ტიპის ნავთობი (პარაფინული, ნაფტენური, ნაფტენო-არომატული, არომატული და ა.შ.). წარმოდგენილი სამუშაო, აღმოსავლეთ საქართველოს ნავთობების სისტემური კვლევის ნაწილია, კერძოდ: ნინოწმინდის ახალი საბადოს ნედლი ნავთობის ფიზიკურ-ქიმიური მახასია¬თე¬ბლების შესწავლა. შესწავლილია ნინოწმინდის ნავთობის ზოგოერთი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებელი: სიმკვრივე, სიმკვრივე 0API, კინემატიკური სიბლანტე; 200℃-მდე (პირველადი გამოხდის ბენზინი, ე.წ „ნაფტა“) და 350℃-მდე ფრაქციების შემ¬ც¬ველობა (%); გარდა ამისა ჩატარებულია ნედლი ნავ¬თო¬ბის სპექტრული ანალიზი, კერძოდ Per¬kin¬Elmer SPECTRUM version 10.42, ინფრაწითელი სპექტეომეტრისა და NETCHROM, “Cristallux” 400M გაზური ქრომატოგრაფის საშუა¬ლე¬ბით ASTMD სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com