ka | en
ავტორიზაცია

მასალები საქართველოს სოკოების ეთნომიკოლოგიური შესწავლისთვის
ავტორი: ინგა კუპრაძესაკვანძო სიტყვები: ეთნომიკოლოგია, ტრადიციული გამოყენება, საქართველო
ანოტაცია:
ლიტერატურული წყაროების, საჰერბარიუმო ნიმუშების და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 2014-2016 წლებში ჩატარებული ეთნომიკოლოგიური კვლევების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ოდითგანვე იყენებდა /იყენებს სოკოებს, როგორც საკვებად ასევე სამედიცინო, დეკორატიული და სხვ. მიზნით. გავრცელებული საჭმელი სოკოების 150-მდე სახეობიდან ადგილობრივი მოსახლეობა საკვებად იყენებს 30-მდე სახეობის სოკოს. ამ მხრივ ყველაზე მეტად ფასობს ნიყვი(Amanita caesarea) ქამა(Agaricus), ხეთამხალი(Pleurotus ostreatus) მანჭკვალა (Armillaria mellea).