ავტორიზაცია

მთიანი რეგიონების ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები და ტურიზმის განვითარების პერსპექტივები (ზემო სვანეთის მაგალითზე)
ავტორი: ანა ჩართოლანისაკვანძო სიტყვები: სამთო ტურიზმი, რეკრეაციული რესურსი, ტურისტული პოტენციალი
ანოტაცია:
მაღალმთიან რეგიონებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის ყველაზე სწრაფ და უნივერსალურ საშუალებად სამთო ტურიზმი მიიჩნევა, შესაბამისად სწორედ ამ მიმართულებას აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არსებული გამოწვევების გადაჭრის საშუალებაც. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტულ მიმართულებად ტურიზმი სახელდება და ჩვენი ქვეყნის ფართობის უდიდესი ნაწილი მაღალმთიან რეგიონებს წარმოადგენს, იზრდება ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შესწავლის, შეფასების, წარმოჩენისა და მართვის მნიშვნელობა, თუმცა აღნიშნული რესურსის კვლევა ჯერ-ჯერობით არ ჩატარებულა. ანალოგიური საჭიროებაა ზემო სვანეთის მხარეშიც, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ კულტურული, არამედ ბუნებრივი რესურსების სიუხვით. ნაშრომი მიზნად ისახავს ზემო სვანეთის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შესწავლასა და სამთო ტურიზმის განვითარების პოტენციალის წარმოჩენას, რისთვისაც მოხდა ავსტრიისა და იტალიის მთიანი რეგიონების სპეციფიკისა და სამთო ტურიზმის წარმატებული მაგალითების მიმოხილვა. ასევე, განხორციელდა ზემო სვანეთში არსებული ისეთი ბუნებრივი რესურსების ტურისტული კუთხით შესწავლა, როგორიცაა: ზემო სვანეთის ლანდშაფტური მრავალფეროვნება, მყინვარები და ჰიდრო ქსელი, ტყის რესურსი. განისაზღვრა მათი განვითარების შესაძლებლობები და ამისთვის საჭირო ღონისძიებები.
მიმაგრებული ფაილები:
The Recreative Resources of Mountainous Regions and the Perspectives of the Touristic Industry Development (In the Example of Upper Svaneti) [en]მთიანი რეგიონების ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები და ტურიზმის განვითარების პერსპექტივები (ზემო სვანეთის მაგალითზე) [ka]