ka | en
TSU

ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით დაავადებული პირების პირ-ხახის ბაქტერიული მიკროფლორა: თავისებურებები, ანტიბიოტიკo და ფაგომგრძნობელობა და იმუნური პასუხის მაჩვენებლები მათ მიმართ

ავტორი: ხატია მიქელაძე
ანოტაცია:

ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის (ქლლ) დრამატულად მზარდი შემთხევები და ამავდროულად, ის ფაქტი, რომ მეორადი ინფექციური პროცესი ქლლ დაავადებული პაციენტების სიკვდილიანობის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს, ხოლო პათოგენური ფლორის კვლევა ქლლ პაციენტებში საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა წინამდებარე კვლევის აქტუალობას ეჭვგარეშე აყენებს. სწორედ ოპოტუნისტული მიკროორგანიზმების სახეობების დადგენა და ამასთანავე, მიკრობთა გაზრდილი ანტიბიოტიკორეზისტენტობის ფონზე ეფექტური სამკურნალო საშუალებების შერჩევის მცდელობა წარმოადგენს ამ პროექტის მიზანს. როგორც ცნობილია, ფაგოთერაპია ანტიბიოტიკების ერთ-ერთ, თუ არა ერთადერთ ეფექტურ და ამავდროულად უსაფრთხო ალტერნატივას წარმოადგენს, ხოლო ქლლ მქონე პირებში ფაგოთერაპიის ზემოქმედების შესახებ ლიტერატურული მონაცემები პრაქტიკულად არ მოიპოვება. შესაბამისად, ქლლ დაავადებული პირების ოპორტუნისტული მიკრობების გამოყოფა და მათი ანტიბიოტიკო და ფაგომგრძნობელობის შესწავლა ნამკურნალებ და უმკურნალებ პაციენტებში და ასევე, ფაგების შესაძლო თერაპიული პოტენციალის განსაზღვრა ანტიბიოტიკების ჩანაცვლების მიზნით პაციენტების მკურნალობის სქემებში, განსაკუთრებით კი ფაგოციტურ უჯრედებში მომხდარი ფენოტიპური ცვლილებების ფონზე, უდავოდ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის კვლევაში. პროექტის ინტერდისციპლინური მიდგომა, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების და მედიცინის დარგების თანამშრომლობა, ძალზე მნიშვნელოვანია დაავადების პათოფიზიოლოგიის კვლევისათვის. პროექტი განხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის მ. ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრისა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის (UoW), ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, თანამშრომლობით. მიღებული შედეგები საშუალებას მოგვცემს უპირველეს ყოვლისა დადგინდეს ინფექციური გართულებების მიმართ მიდრეკილების იმუნური საფუძვლები, ანტიობიოტიკორეზისტენტობის ხანაში გაიცეს ანიბიოტიკების ბაქტერიოფაგებით ჩანაცვლების რეკომენდაცია და ამავდროულად შეფასდეს ორგანიზმის ანტიფაგური იმუნური რეაქციები, რამაც შესაძლოა დააქვეითოს მათი თერაპიული ეფექტურობა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com