ka | en
TSU

ლიმონის წვენი, როგორც ბუნებრივი ბიოკატალიზატორი ბის-ინდოლილმეთანების სინთეზში

ავტორი: შალვა მჭედლიძე
საკვანძო სიტყვები: ბის-ინდოლილმეთანი, ბიოკატალიზატორი, ლიმონის წვენი, მწვანე ქიმია
ანოტაცია:

დღეისათვის ძალზედ აქტუალურია რეაქციების წარმართვა მწვანე ქიმიის კონცეფციაზე დაყრდნობით. ნაშრომში 2-ფენილ ინდოლისა და ბენზალდეჰიდის კონდენსაციის საფუძველზე შემუშავებულია 3,3'-(ფენილმეთილენ)-ბის-2-ფენილ-1H-ინდოლის სინთე¬ზის ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდი. რეაქციის პირობების ოპტიმიზაციის მიზნით, სინთეზი ჩატარდა სხვადასხვა პირობებში. კერძოდ, ლიმონის წვენის და წყლის ნარევში, ლიმონის წვენის, სპირტის (95%) და წყლის ნარევში, როგორც ოთახის ტემპერატურაზე, ასევე 80 °C -ზე. აღსანიშნავია რეაქციის ხანგრძლივობა. საუკეთესო შედეგი მიღებულ იქნა იმ შემთხვევაში, როდესაც გამოვიყენეთ ლიმონის წვენი : სპირტი(95%): წყლის ნარევი, თანაფარდობით 1:1,5:2,5 და 80°C ტემპერატურა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com