ავტორიზაცია

N-β-(პ-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-D-გლუკოპირანოზილამინის Nნიტროზო წარმოებულის სინთეზი
ავტორი: მაკა მუმლაძესაკვანძო სიტყვები: N-ნიტროზო წარმოებულის სინთეზი., გლიკოზიდი, გლიკოზილამინი N-β–(პ-კარბოქსიფენილ)-D-გლუკოპირანოზილამინი
ანოტაცია:
ჩვენი სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა N-β-(პ-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-D-გლუკოპირანოზილამინის N-ნიტროზო წარმოებულის სინთეზი. N-β-(პ-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-D-გლუკოპირანოზილამინი სინთეზირებულ იქნა D-გლუკოზის პ-ამინობენზოის მჟავასთან კონდენსაციით 96%–იანი ეთანოლის არეში, კატალიზატორის ყინულოვანი ძმარმჟავას თანაობისას 80°C ტემპერატურაზე გაცხელებით და მიღებული N-გლიკოზილამინის შემდგომი აცეტილირებით. სინთეზირებული N-β-(პ-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-D-გლუკოპირანოზილამინის შემდგომი ნიტროზირებით ჩვენს მიერ პირველად იქნა სინთეზირებული N-ნიტროზო-N-β-(პ-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-D-გლუკოპირანოზილზილამინი (4). რეაქციები მიმდინარეობდა შემდეგი სქემის მიხედვით: სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკო–ქიმიური მეთოდებით.
მიმაგრებული ფაილები:
ანოტაცია (ENG) [ka]ანოტაცია (GEO) [ka]