ავტორიზაცია
ადრეული გაფრთხილების სისტემების მნიშვნელობა მეწყრების მენეჯმენტისთვის საქართველოში
ავტორი: თამარ ქერდიყოშვილისაკვანძო სიტყვები: ადრეული გაფრთხილების სისტემები, მეწყრები
ანოტაცია:
მეწყერი ფართოდ გავრცელებული ბუნებრივი თუ ხელოვნური ფაქტორებით განპირობებული სტიქიური უბედურებაა, რომელმაც შესაძლებელია კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს. გეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით, ზოგიერთი არეალი შესაძლებელია მეტად მეწყერსაშიში იყოს. ნიადაგის თავისებურებები, ქანების დახრილობა და მცენარეული საფარი ხშირად მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების განვითარების რისკების შესაფასებლად. საქართველო კომპლექსური რელიეფის მქონე ქვეყანაა, რომელიც მოითხოვს მუდმივ მონიტორინგს მსგავსი რისკებისგან თავის ასარიდებლად. კლიმატის ცვლილება და ტყის ხანძრები დიდ ზეგავლენას ახდენენ მეწყრული პროცესების პროვოცირებაში. როდესაც მეწყერი დასახლებულ პუნქტთან ახლოს ვითარდება, შედეგად ვიღებთ დიდ ადამიანურ და მატერიალურ ზარალს, რომლის თავიდან არიდება შესაძლებელია. ადრეული გაფრთხილების სისტემები ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ადამიანური და ინფრასტრუქტურული ზარალის თავიდან არიდების მიზნით. მსგავსი მონიტორინგის სისტემები დაფუძნებულია სატელიტით გადაღებულ მონაცემებზე, სენსორებსა და მათემატიკურ მოდელზე, რომელშიც გათვალისწინებულია ნალექების რაოდენობა და სხვა გარემო ფაქტორები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იდენტიფიცირებული იქნას მეწყერსაშიში ზონები და განვითარდეს ადრეული შეტყობინების სისტემები, რათა ადამიანური ზარალი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. სემინარში განხილული იქნება სისტემური მიდგომა, რომელიც საქართველოში მეწრული პროცესების ეფექტურ მართვაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
მიმაგრებული ფაილები:
აბსტრაქტი [ka]