ka | en
ავტორიზაცია
ელექტროფორეზის მეთოდი და მისი ფიზიკური ასპექტები
ავტორი: იაკობი ჯუმუშაძესაკვანძო სიტყვები: ელექტროფორეზი, ელექტრული ველი, მაკრომოლეკულები
ანოტაცია:
თანამედროვე ცოცხალი ორგანიზმების კვლევებისას გამოყენებულ მეთოდებს შორის ერთ-ერთი ფუნდამენტური მეთოდია ელექტროფორეზი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა უჯრედების სტრუქტურებში არსებული იონების და დამუხტული მაკრომოლეკულების (მაგალითად, ცილის, დნმ-ის ) ფრაგმენტების მრავალგვარობა გამოავლინოს გარკვეული ელექტრული ველის პირობებში. ეს ცვლილებები კი თავის მხრივ სამედიცინო დიაგნოსტიკისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა. ნაშრომში დეტალურადაა განხილული ელექტროფორეზის სხვადასხვა სახეების (ვერტიკალური, პორიზონტალური და კაპილარული) თავისებურებები და უპირატესობები. აღნიშნული მეთოდი უდევს საფუძვლად კრიმინალისტიკაში დამნაშავეობის დადგენას, გენეტიკური ნათესაური კავშირების გამოვლენას და სხვა.