ka | en
TSU

დიპიროლობენზოქინოქსალინის ფიშერის ფუძის კონდენსაცია ფენილაზოჯგუფის შემცველ სალიცილის ალდეჰიდებთან

ავტორი: ნათია ცინცაძე
საკვანძო სიტყვები: სპიროპირანი, ფიშერის ფუძე, კონდენსაცია, დიპიროლობენზოქინოქსალინი
ანოტაცია:

ახალი ფოტოქრომული ნაერთების ძიების მიზნით წარმოდგენილი კვლევის ობიექტად შერჩეულია დიპიროლობენზოქინოქსალინის ფიშერის ფუძის ბის ანალოგი. ცნობილია ამ ნაერთის საფუძველზე მიღებული მრავალი ბის-სპიროქრომენი, რომლებმაც გამოამჟღავნეს ფოტოქრომიზმის უნარი. ახალი ბის-სპიროქრომენების მისაღებად გამოყენებულია 2-ჰიდროქსი-5-აზო-ფენილბენზალდეჰიდი. მიღებული ბის-სპიროქრომენისათვის გადაღებული და შესწავლილია ულტრაიისფერი, ინფრაწითელი და პროტონულ-მაგნიტური სპექტრები და მათ საფუძველზე დადგენილია ნაერთის სიმეტრიული ბის-სპიროციკლური სტრუქტურა. ახალ სპიროქრომენს არ გამოუვლენია ფერის მკვეთრი ცვლილება სიბნელიდან სინათლეზე გატანისას და პირიქით. ფერის ცვლილება არ დაფიქსირდა არც ულტრაიისფერი დასხივების შედეგად, აღსანიშნავია, რომ მიღებული ნაერთის უი სპექტრში შეინიშნება სპიროქრომენებისათვის დამახასიათებელ უბანში უი სინათლის შთანთქმა. რეაქციის შედეგად დადასტურებული ბის-სპიროციკლური სტრუქტურა ენერგეტიკულად მდგრადია ფოტოქრომული გარდაქმნის მიმართ.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com