ka | en
ავტორიზაცია
მაიონიზირებელი გამოსხივების მოქმედება და ანდროიდული თერაპია
ავტორი: ანა შალიბაშვილისაკვანძო სიტყვები: მაიონიზირებელი, რადიაცია, თერაპია
ანოტაცია:
ცოცხალ ორგანიზმზე მრავალი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, რომელთაგანაც ერთ- ერთია მაიონიზირებელი გამოსხივება. ის მნიშვნელოვნად ცვლის ორგანიზმს და წარმოქმნის გადაგვარებულ, იგივე მუტირებულ ქსოვილებს. მიუხედავად ამისა, მაიონიზირებელი გამოსხივება ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას. ნაშრომში განხილულია მაიონიზირებელი გამოსხივების მოქმედება ცოცხალ ორგანიზმზე, მისი დადებითი და უაყოფითი მხარეები. ასევე სხვადასხვა ტიპის მაიონიზირებელი გამოსხივების გამოყენება სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლაში, მათ შორის განხილულია ანდროიდული თერაპიის მეთოდი და მისი უპირატესობები სხვა მეთოდებთან შედარებით.