ka | en
ავტორიზაცია

ოთხჩანაცვლებული არსონიუმის შერეულლიგანდიანი აციდოკომპლექსები
ავტორი: ნინი მურადაშვილისაკვანძო სიტყვები: შერეულლიგანდიანი კომპლექსები არსონიუმის მარილები
ანოტაცია:
ოთხჩანაცვლებული არსონიუმის მარილების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თვისებას, მარტივი კატიონებისგან განსხვავებით კოორდინაციული ნაერთების წარმოქმნისადმი მიდრეკილება წარმოადგენს. კერძოდ, ისინი წარმოქმნიან კატიონურ ანიონურ კომპლექსებს სპირტ-წყალხსნარებში. ინდივიდუალურ მდგომარეობაში არსონიუმის ნიტრატების ურთიერთქმედებით კადმიუმის იოდატთან(V) მიიღება კორდინაციული ნაერთები [R2As(R)CH2I][Cd(IO3)2CN]. დადგინდა, რომ ლიგანდების სივრცითი განლაგება ანიონში და, შესაბამისად, კდმიუმის ელექტრონული ორბიტალების ჰიბრიდიზაცია განპირობებულია იოდატ იონების ლიგანდების არსებობით. ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოდებით დადგინდა დარიშხანშემცველი შერეულლიგანდიანი ციანიდური კომპლექსნაერთების წარმოქმნა და სისუფთავე.