ka | en
TSU

ბიორეგულატორ თიმალინის გავლენა ტყვიის იონებით ინდუცირებულ მუტაგენეზზე

ავტორი: ანა კაჭკაჭაშვილი
ანოტაცია:

ტყვია ყველაზე მნიშვნელოვანი, ტოქსიკური მძიმე მეტალია გარემოში. მას გააჩნია ბევრი გამოყენებადი თვისება, როგორიცაა მისი სირბილე, დრეკადობა, ცუდი ელექტროგამტარობა. იგი ასევე ძნელად იჟანგება. ეს ყვლაფერი განაპირობებს მის გამოყენებას მრავალ ინდუსტრიაში. ტყვია არ არის ბიო დაშლადი, ამასთანავე იგი მასიურად გამოიყენება დღესაც. ამიტომ ხდება მისი დაგროვება გარემოში. ადამიანის გენომზე ტყვიის იონების მოქმედების შესწავლისას გამოვლინდა მისი მუტაგენური ეფექტი. შეცვლილი გენომური პარამეტრები კორექციას ექვემდებარება გარკვეული ზემოქმედების პირობებში. ამ ჭრილში მიზანშეწონილია გეროპროტექტორების - რეგულატორული ბუნების მქონე ოლიგოპეპტიდების შესწავლა. განსაკუთრებულ ყურადღებას ამ მხრივ იპყრობს გეროპროტექტორთა ახალი თაობის პრეპარატის - თიმალინის შესწავლა. ტყვიის იონების ზემოქმედებისას, ასევე ადგილი ჰქონდა სინტეზური პროცესების ინტენსივობის დაქვეითებას, რაც გამოიხატა აკროცენტრულ ქრომოსომათა აქტიური ბირთვაკმაორგანიზებელი უბნების სიხშირისა და ქრომატიდული ასოციაციების ინტენსივობის დაქვეითებით, ტყვიის იონების ზემოქმედების პირობებში. აქედან გამომდინარე, საინტერესოა ახდენას თუ არა პროტექტორულ მომქდებას პეპტიდური ბიორეგულატორი თიმალინი აღნიშნულ პარამეტრებტან მიმართებაში. შესაბამისად, კვლევის მიზანს წარმოადგენდა საშუალო ასაკის ინდივიდების პერიფერიული სისხლის ლიმფოციტურ კულტურებში პეპტიდური ბიორეგულატორის - თიმალინის საშუალებით, ტყვიის იონების (PbCl2 0,5x10-3 მკგ/მლ კონცენტრაციით) ზემოქმდებით გამოწვეული დარღვეული ქრომოსომული პარამეტრების კორექციის შესაძლებლობის შესწავლა. როგორც კვლევის შედეგების ანალიზისას აღმოჩნდა, ტყვიის იონების ზემოქმედებისას, ადამიანის პერიფერიული სისხლის ლომფოციტურ კულტურათა უჯრედებში აღრიცხული აბერაციებისა და სინთეზური პროცესების ინტენსივობის დაქვეითებაზე, თიმალინის მოქმედებას ჰქონდა სპეციფიკური ხასიათი და მკვეთრად განსხვავდებოდა ლიტერატურაში სხვა ბიორეგულატორებისათვის დაფიქსირებული ანალოგიური მაჩვენებლებისაგან, რაც ამ ბიორეგულატორისათვის ქრომატინში სპეციფიკური სამიზნის არსებობაზე მიუთითებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com