ka | en
TSU

ისტორიული ლანდშაფტი: არსი და გეოგრაფიული თავისებურებანი (ქვემო ქართლის მაგალითზე)

ავტორი: ლანა კარაპეტიანი
საკვანძო სიტყვები: ისტორიული ლანდშაფტი
ანოტაცია:

ისტორიული ლანდშაფტი შეიძლება ეწოდოს დასახლებულ პუნქტს ან მის ნაწილს, რომელიც წარმოადგენს როგორც ისტორიული განვითარების ან პროცესის მკაფიო მაგალითს, ადამიანის და ბუნების ჰარმონიული თანაარსებობის შედეგს და ეროვნული იდენტობის ნაწილს. საქართველო უძველესი ისტორიის მქონე ქვეყანაა, სადაც წარმოდგენილია ათეულობით ისტორიული ლანდშაფტი, თუმცა ოფიციალური სტატუსის მქონე კულტურული ლანდშფტები არ არსებობს. მათი იდენტიფიკაცია და დაგეგმარება მკაფიოდ განსაზღვრული პრინციპების და მეთოდოლოგიის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. ნაშრომში პირველად მოხდა ისტორიული ლანდშფტის თეორიული დებულებების განსაზღვრა და ქვემო ქართლის გერმანული ისტორიული ლანდშაფტის ზონირება. კვლევა ეფუძნება, კვლევის გეოგრაფიული მეთოდების გამოყენებას. ეს მიდგომა გულისხმობს ლანდშაფტურ ანალიზსა და სინთეზს, არეალის გამოვლენასა და შეფასებას , რომელიც გამოვიყენე ასურეთის იგივე „ელიზაბეტტალის“ ისტორიული ლანდშაფტის გამოსავლენად. ნაშრომი მიზნად ისახავს ისტორიული ლანდშაფტების არსისა და გეორაფიული თავისებურებანის განსაზღვრას, ქვემო ქართლში არსებულ, ისტორიული ლანდშფტების მაგალითზე. ნაშრომში განხილულია, ისტორიული ლანდშაფტების თეორიული დებულებები, არსი და კვლევის მეთოდოლოდია, გეოგრაფიული გავცელება, ქვემო ქართლის ისტორიული ლანდშაფტების აღწერა. ასევე გამოიყო ასურეთის ისტორიული ლანდშაფტის შენარჩუნების , გაუმჯობესების და განვითარების ზონები.


მიმაგრებული ფაილები:

The historical landscape: the essence and geographical uniquity (In the example of Kvemo Kartli) [en]
ისტორიული ლანდშაფტი: არსი და გეოგრაფიული თავისებურებანი (ქვემო ქართლის მაგალითზე) [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com