ka | en
ავტორიზაცია

მულტიკომპონენტური რეაქციებით ადამანტანის ბირთვის შემცველი ახალი ნაერთების სინთეზი და კვლევა
ავტორი: თამარი ტაბატაზესაკვანძო სიტყვები: 1-ამინოადამანტანი, 1-ადამანტანკარბონმჟავა, მულტიკომპონენტუ-რი რეაქციები, უგის რეაქცია, პასერინის რეაქცია.
ანოტაცია:
ჩატარებული იქნა მულტიკომპონენტური (Ugi-4CR & Passerini-3CRs ) რეაქციებით ადამანტანის საფუძველზე ბიოლოგიურად აქტიური ახალი ნაერთების სერიის სინთეზი. Ugi-4CR რეაქციაში მორეაგირე კომპონენტებად გამოყენებული იქნა 1-იზოციანოადამანტანი, არომატული/ალიფატური ოქსონაერთები, არომატული/ ალიფატური ამინები და კარბონმჟავები. პასერინის რეაქციაში მორეაგირე კომპონენტებად შერჩეული იქნა ადამანტან-1-კარბონმჟავა, ფენილგლიოქსალი და არომატული/ალიფატური კარბონმჟავები. უგის და პასერინის რეაქციებისთვის ოპტიმალური პირობების დასადგენად ჩატარდა ექსპერიმენტული კვლევები სხვადასხვა გამხსნელების და გამხსნელთა ნარევების გამოყენებით სხვადასხვა ტემპერატურაზე. სინთეზირებული ნაერთების სტრუქტურების დასადგენად ჩატარდა სინთეზირებული ნაერთების ფიზ-ქიმიური კვლევა.