ka | en
TSU

ცილის იზოელექტრულ წერტილზე იონური და არაიონური დანამატების გავლენის შესწავლა

ავტორი: ნატალი მოლაშვილი
საკვანძო სიტყვები: ცილა, იზოელექტრული წერტილი, გლუკოზა, შარდოვანა, მარილები
ანოტაცია:

შესწავლილია ცილის კვერცხის ალბუმინის იზოელექტრულ წერტილზე განსხვავებული ბუნების დანამატების გავლენა. დანამატებად შევარჩიეთ არაიონური გლუკოზა და შარდოვანა და იონური ნატრიუმის და კალიუმის ქლორიდი, ვინაიდან აღნიშნული დანამატები არსებობენ სისხლში ხშირად დასაშვები კონცენტრაციით და არცთუ იშვიათად აჭარბებენ ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას. კვერცხის ალბუმინის იზოელექტრული წერტილი ისაზღვრებოდა მზარდი pH-ის მქონე ბუფერულ ხსნარებში ცილის თანაბარი კონცენტრაციის დანამატის შეტანის პირობებში. დაყოვნების შემდეგ იზომებოდა ოპტიკური სინკვრივე 400 ნმ-ზე. დანამატების გავლენის შესწავლის მიზნით ბუფერული ხსნარი მოდიფიცირდებოდა დანამატების გარკვეული კონცენტრაციებით და შემდეგ შეიტანებოდა ცილის ხსნარი. მიღებული შედეგები საინტერესოა და საშუალებას იძლევა გამოვიკვლიოთ სხვადასხვა დანამატები ცილებთან მიმართებაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com