ავტორიზაცია
CBM დანადგარის STS სენსორის მახასიათებლების ტესტირება ლაზერული წყაროთი
ავტორი: ნიკოლოზ კობაიძეანოტაცია:
ნაშრომში მოცემულია CBM დანადგარის STS სისტემის სენსორის ტესტირების შედეგები და მისი მახასიათებლების დადგენა ლაზერული წყაროს ე.წ. ტესტპულსერის გამოყენებით. ნაშრომში ასევე მოკლედაა აღწერილი სილიკონის (სილიციუმის) ტრეკული სისტემის სენსორის დიზაინი, მუშაობის პრინციპები და მახასიათებლები. რაც შეეხება ტესტპულსერს, ის სენსორში იწვევს დამუხტული ნაწილაკის გავლის იმიტაციას და საშუალებას იძლევა დადგინდეს ინდივიდუალური სენსორის მახსიათებლები და მათი დროში სტაბილურობა. ამდენად ტესტპულსერის მთავარი დანიშნულებაა გავტესტოთ მოდულების ვარგისიანობა. STS მოდულებმა უნდა აღიქვას საწყის პარამეტრები, რომლებზეც პულსერი იქნება დაყენებული და მოგვაწოდოს მათზე საჭირო ინფორმაცია. ამისთვის ჩვენ არდუინოს სამკეტო დაფის გამოყენებით შევქმენით ლაზერული ტესტ პულსერი, რომელზეც შეგვეძლო დაგვეყენებინა გარკვეული პარამეტრები (სიხშირე, ექსპოზიციის დრო და ა.შ). STS სენსორის მოდულიდან მიღებულ შედეგებს ვადარებდით საწყის პარამეტრებს. ნაწილაკებით დასხივების პროცესში სენსორის მგრძნობიარობა შეიძლება შემცირდეს და შესაბამისად გაიზარდოს ცდომილებები. ამიტომ მსგავსი კვლევების ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია. აღნიშნული მეთოდით ასევე შესაძლებელია ინდივიდუალური სენსორის მგრძნობიარობის დადგენა მთელ სამუშაო ფართობზე და სენსორზე ნაწილაკების 3 გაჯერების ზღურბლის დადგენა. სამუშაოს ძირითადი ნაწილი შესრულდა დარმშტადტის (გერმანია) მძიმე იონებისა და ანტიპროტონების კვლევით ცენტრში (FAIR) ორთვიანი სტაჟირების დროს.