ka | en
TSU

ბარიოგენეზისი შავი ხვრელის ჰორიზონტთან

ავტორი: ნიკა ბაშარული
ანოტაცია:

განხილულია იდეა, რომ შავი ხვრელის გარშემო არსებობს მცირე სისქის სფერული გარსი, სადაც ხდება ნაწილაკების ჩაჭერა და ფიზიკა ეფექტურად გადადის (2+1) განზო- მილების რეჟიმზე. ამან შესაძლოა მიგვიყვანოს საინტერესო შედეგებამდე როგორები- ცაა, ჩერნ-საიმონის წევრების ჩართვა ლაგრანჟიანში, ან არასტანდარტული სტატისტი- კის მქონე ნაწილაკების გაჩენა. ამ რეგიონში ასევე შეიძლება დაირღვეს დისკრეტული სიმეტრიები და ბარიონული რიცხვის შენახვის კანონი. შავი ხვრელის მიერ აკრეციული პლაზმის რელატივისტური სიჩქარეებით გამოტყორცნის გამო გაჩენილ თერმოდინამი- ურ არა-წონასწორობასთან ერთად ეს უზრუნველყოს ბარიოგენეზისთვის საჭირო სახა- როვის სამივე პირობების დაკმაყოფილებას შავი ხვრელის კიდესთან, რაც ცვლის შავი ხვრელების და გალაქტიკების ზრდის სტანდარტულ მექანიზმს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com