ka | en
TSU

იონური დანამატების გავლენის შესწავლა წყლით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის პროცესზე წყალი-ზეთში მიკროემულსიურ სისტემებში

ავტორი: მარიამ ჭრელაშვილი
საკვანძო სიტყვები: ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატი, შებრუნებული მიკროემულსიები; კოსმოტროპული და ქაოტროპული იონური დანამატები, წყლით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაცია.
ანოტაცია:

შესწავლილია ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერების ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატის საფუძველზე მომზადებულ შებრუნებულ მიკროემულსიებში წყლით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის პროცესი. გამოკვლეულია ელექტრული პერკოლაციის ზღურბლზე იონური კოსმოტროპული და ქაოტროპული ბუნების დანამატების გავლენა. დადგენილია, რომ მარილების განზავებული (0.002 M) წყალხსნარების დანამატებით ელგამტარობის პერკოლაცია AOT-ის შებრუნებულ მიკროემულსიებში დგება W-ს (W=[წყალი]/[ზან]) შედარებით მაღალ მნიშვნელობაზე, ვიდრე მხოლოდ წყლის შემთხვევაში. ამასთან, პერკოლაციის დროს ხვედრითი ელგამტარობის მნიშვნელობები დაბალია მარილების თანაობისას, ვიდრე სუფთა წყლით პერკოლაციისას. მარილის კონცენტრაციის მატება (0.01M) სრულიად აქრობს პერკოლაციას AOT-ის შებრუნებულ მიკროემულსიაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com