ka | en
TSU

პოლარული ორგანული გამხსნელით მოდიფიცირებულ შებრუნებულ მიკროემულსიებში ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის პროცესის შესწავლა

ავტორი: მარიამი შველიძე
საკვანძო სიტყვები: AOT-ის შებრუნებული მიკროემულსიები, დიმეთილფორმამიდი, დიმეთილსულფოქსიდი, აცეტონიტრილი, ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაცია, აქტივაციის ენერგია
ანოტაცია:

შესწავლილია ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერების ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატის (AOT) საფუძველზე მომზადებულ შებრუნებულ მიკროემულსიებში ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის პროცესი. მიკროემულსიების წყლის წვეთები მოდიფიცირდებოდა პოლარული გამხსნელებით: დიმეთილფორმამიდით, დიმეთილსულფოქსიდით, ყინულოვანი ძმარმჟავათი და აცეტონიტრილით. გამოთვლილია ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის აქტივაციის ენერგია აღნიშნული მიკროემულსიებისთვის. აღმოჩნდა, რომ წყლის წვეთების მოდიფიცირება ორგანული მოდიფიკატორებით შებრუნებული მიკროემულსიის ელექტრული პერკოლაციის დადგომას იწვევს შედარებით დაბალ ტემპერატურაზე, ვიდრე ამას ადგილი ჰქონდა მხოლოდ ნატრიუმის დიეთილ ჰექსილ სულფოსუქცინატის (AOT) მიკროემულსიაში მხოლოდ სუფთა წყლის შეტანის შემთხვევაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com