ka | en
TSU

პოლიმერული ზედაპირულად აქტიური ნივთიერების პლურონიკი F127-ის დანამატის გავლენის შესწავლა ელგამტარობის წყლით ინდუცირებულ პერკოლაციაზე წყალი/ზეთში მიკროემულსიებში

ავტორი: მარიამ კვარაცხელია
საკვანძო სიტყვები: AOT, შებრუნებული მიკროემულსია, წყლით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის ზღურბლი
ანოტაცია:

შესწავლილია ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერების ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატის (AOT) შებრუნებულ მიკროემულსიებში წყლით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის პროცესი. გამოკვლეულია არაიონური პოლიმერული ტიპის ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების პლურონიკი F127-ის და ტილოქსაპოლის დანამატების გავლენა AOT-ის შებრუნებული მიკროემულსიების ელექტრული პერკოლაციის ზღურბლზე. აღმოჩნდა, რომ პლურონიკის დანამატის კონცენტრაციის ზრდა თრგუნავს პერკოლაციას, როგორც მიცელაწარმოქმნის კრიტიკულ კონცენტრაციამდე, ასევე მიცელაწარმოქმნის კრიტიკული კონცენტრაციის შემდგომ დიაპაზონში. დადგენილია, რომ თანაბარი კონცენტრაციის პირობებში ელექტრული პერკოლაციის ზღურბლი პლურონიკი-F127-ის დანამატის შემთხვევაში მიიღწევა W-ს უფრო მაღალ მნიშვნელობაზე (W=44), ვიდრე ტილოქსაპოლის დანამატის თანაობისას (W=32).



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com