ka | en
TSU

პოლიმერული ზედაპირულად აქტიური ნივთიერების პოლოქსამერი 407-ის დანამატის გავლენა ელგამტარობის ტემპერატურულ პერკოლაციაზე წყალი ზეთში მიკროემულსიებში

ავტორი: მარიამ გაბადაძე
საკვანძო სიტყვები: AOT-ის შებრუნებული მიკროემულსიები, ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაცია, აქტივაციის ენერგია
ანოტაცია:

შესწავლილია ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერების ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატის (AOT) საფუძველზე მომზადებულ შებრუნებულ მიკროემულსიებში ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის პროცესი. გამოკვლეულია არაიონური პოლიმერული ტიპის ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების ტილოქსაპოლის და პოლოქსამერი 407-ის დანამატების გავლენა AOT-ის შებრუნებული მიკროემულსიების ელექტრული პერკოლაციის ზღურბლზე. გამოთვლილია ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის აქტივაციის ენერგია აღნიშნული მიკროემულსიებისთვის. აღმოჩნდა, რომ ელექტრულ პერკოლაციას AOT-ის შებრუნებულ მიკროემულსიებში ზედაპირულად აქტიური ნივთიერებისა და წყლის მოლური თანაფარდობის ფიქსირებულ მნიშვნელობაზე (W=20) წყლის წვეთებში შეტანილი ტილოქსაპოლის და პოლოქსამერი 407-ის დანამატების მზარდი კონცენტრაციები ელექტრულ პერკოლაციას თრგუნავს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com