ka | en
TSU

ხრამის კრისტალური მასივის ალანიტიანი გრანიტების მინერალოგია,პეტროგრაფია და გეოქიმია

ავტორი: ზაურ მახარაშვილი
საკვანძო სიტყვები: მინერალოგია, ალანიტი, გრანიტები, ხრამის კრისტალური მასივი.
ანოტაცია:

ხრამის კრისტალური მასივი მდებარეობს შავი ზღვა - ცენტრალური ამიერკავკასიის ტერეინზე. იგი წარმოადგენს ართვინ-ბოლნისის ბელტის ჰორსტისებური აზევების გადარეცხილ ნაწილს და შიშვლდება 500 კმ2 ფართობზე. მასივის ქანები ვრცელდება მდ. ხრამის აუზსა და მისი შენაკადების მდ.მდ. ჭოჭიანის, კლდეისისა და ასლანურას ხეობებში. ხრამის მასივი აგებულია კამბრიულამდელი გნეისურ-მიგმატიტური კომპლექსით, ქვედა პალეოზოური მეტაგაბროებითა და ზედაპალეოზოური მაგმური და ვულკანოგენურ-დანალექი წარმონაქმნებით. მასივში მცირედაა გავრცელებული ასევე კამბრიულამდელი სერპენტინიტები და გვიანპალეოზოური მეტაქვიშაქვები, რომლებსაც განცდილი აქვს ძალიან დაბალი საფეხურის მეტამორფიზმი. წარმოდგენილი ნაშრომის თემაა ხრამის კრისტალური მასივის გვიანვარისკული გრანიტების ალანიტიანი სახეობის პეტროლოგიური და გეოქიმიის შესწავლა. ეს გრანიტები შემოჭრილია მასივის უძველეს ქანებში და გნეისურ-მიგმატიტურ კომპლექსს ადევს თავზე. ხრამის მასივის გვიანვარისკული გრანიტოიდები ოთხი სახესხვაობითაა წარმოდგენილი: ბიოტიტიან-რქატყუარიან-ალანიტიანი, ბიოტიტიანი და ბიოტიტიან-გრანატიანი გრანიტებით და ალიასკიტებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გრანიტები საკმაოდ კარგადაა შესწავლილი მთელი რიგი მეცნიერის მიერ, მათი კვლევა გეოქიმიური თვალსაზრისით შედარებით ნაკლებ სრულყოფილია. წარმოდგენილი ნაშრომის მიზანი იყო გარკვეული სახის კვლევის ჩატარება გეოქიმიური მიმართულებით. ნაშრომის მიზანია გვიანვარისკული გრანიტების ალანიტიანი სახეობის პეტროლოგოური და გეოქიმიური შესწავლა. დღეისთვის არსებული მონაცემები მთელ რიგ პეტრო-მინერალოგიური საკითხის დაზუსტებას მოითხოვს; გეოქიმიური ანალიზის მონაცემები საკმაოდ მცირეა. წინა მკვლევარების მიერ მხოლოდ ნაწილობრივაა განსაზღვრული იშვიათი და იშვიათმიწა ელემენტების შემცველობა და მათი განაწილების კანონზომიერებები. აღნიშნული კვლევის განხორციელებისას გამოყენებულ იქნა კვლევის როგორც ტრადიციული, ასევე ლაბორატორიული მეთოდები, რომელიც ჩატარებულია თანამედროვე აპარატურის გამოყენებით. კერძოდ, ჩატარდა საველე სამუშაოები, შეირჩა საყრდენი ჭრილი, შემოკონტურდა ქანების გამოსავლები GPS ტექნოლოგიების გამოყენებით, ადგილზევე გაკეთდა გამოსავლების სტრუქტურული ჩანახატები. მიკროსკოპულად იქნა აღწერილი 20-მდე გამჭვირვალე თლილი; შესრულდა 5 ნიმუშის სრული ქიმიური ანალიზი და ასევე 5 ნიმუშის რენტგენოფლუორესცენციული კვლევა XRF საშუალებით გაკეთდა. მიღებული მონაცემების გამოყენებით აგებული იქნა როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე საკლასიფიკაციო და დისკრიმინაციულ-ტექტონიკური დიაგრამები. მათი მონაცემების ინტერპრეტაციის საფუძველზე, მიღებულია გარკვეული დასკვნები, რომლებიც გარკვეულ მცირე წვლილს შეიტანს გვიანვარისკული ალანიტისშემცველი გრანიტების შესწავლაში.


მიმაგრებული ფაილები:

ანოტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com