ka | en
TSU

კახეთის კავკასიონის სამხრეთი ფერდობის ქვედა - შუა იურული ეპოქის გეოლოგია და მაგმატიზმი სტორი - ქვაჩადალას შუამდინარეთის მაგალითზე

ავტორი: გიორგი მაჭარაშვილი
საკვანძო სიტყვები: კახეთის კავკასიონი, კახეთის კავკასიონის სამხრეთი ფერდი, კახეთის კავკასიონის სამხრეთი ფერდის ქვედა - შუა იურული ეპოქა
ანოტაცია:

წარმოდგენილ სამაგისტრო ნაშრომში, განხილულია კახეთის კავკასიონის სამხრეთი ფერდობის იურული ეპოქის გეოლოგია და დეტალურად არის დახასიათებული ვულკანიზმი სტორი-ქვაჩადალას შუამდინარეთის მაგალითზე. ქვედა იურული პერიოდი აღნიშნავს მნიშვნელოვან გეოლოგიურ ეპოქას, რომელიც ხასიათდება ფართო ტექტონიკური და ვულკანური აქტივობით. შესაბამისად, ნაშრომი შედგება ორი ნაწილისგან: პირველ - ზოგად ნაწილში განხილულია ალაზანგაღმა კახეთის გეოლოგიური შესწავლილობის ისტორია და მოცემულია მისი ანალიზი. დახასიათებულია რეგიონის ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები, გეოტექტონიკური თავისებურებანი და განხილულია პლიკატური და დიზუნქტიური ტექტონიკის როლი რეგიონის ვულკანურ-დანალექი კომპლექსის ფორმირებაში. მეორე ნაწილი - ვულკანიზმის ეფუზური და სუბვულკანური დერივატების დეტალურ საველე და კამერალურ შესწავლას ეძღვნება. მოტანილია სტორის, სამყურის წყლისა და ქვაჩადალას ჭრილების მასალა, საკვლევი კომპლექსის დეტალური საველე დახასიათებითა და მათი დეტალური პეტროლოგიურ-პეტროქიმიური დახასიათებით. ვულკანიტების საველე, მაკროსკოპული და მიკროსკოპული შესწავლით აგრეთვე მათი სინჯების სილიკატური ანალიზის მონაცემებითა და საკლასიფიკაციო Na2O+K2O-SiO2 დიაგრამაზე ფიგურული წერტილების განლაგების ინტერპრეტაციით დგინდება, რომ შესწავლილი ვულკანური კომპლექსი სუბტ¬უტედან-ტუტე ბაზალტებისაკენ გარდამავალ სერიის ქანებს მიეკ¬უთვნება. ნაშრომი მთავრდება დასკვნებითა და დამოწმებული ლიტერატურის სიით.


მიმაგრებული ფაილები:

ანოტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com