ავტორიზაცია
კოტონის გრავიტაცია და მისი სფერულად სიმეტრიული ამონახსნების შესწავლა
ავტორი: ანი გირგვლიანისაკვანძო სიტყვები: კოტონის გრავიტაცია, სფერულად სიმეტრიული ამონახსნები, ბნელი მატერია და ბნელი ენერგია
ანოტაცია:
ნაშრომის ფარგლებში ჩვენ მივიღეთ და შევისწავლეთ ახალი ალტერნატიული გრავიტაციული თეორიის, კოტონის გრავიტაციის განზოგადოებული სფერულად სიმეტრიული სტატიკური ამონახსნი. მიღებულ მეტრიკას გააჩნია საინტერესო თვისებები, როგორიცაა, მაგალითად, ფოტოსფეროზე სინგულარობების გაჩენა, ეს კი წინააღმდეგობაში მოდის შვარცშილდის რადიუსის მქონე ვარსკვლავური შავი ხვრელების ფორმირებასთან. მოცემული შედეგი გვკარნახობს, რომ კოტონის თეორიაში შავი ხვრელების შესაბამისი ამონახსნები მკვეთრად განსხვავდება ზოგადი ფარდობითობის თეორიის მოდელისაგან და ვვარაუდობთ, რომ ეს მომავალში დაგვეხმარება არასინგულარული შიდა ამონახსნების ჩაწერაში. გარდა ამისა, ჩვენ მიერ ამოხსნილი მეტრიკა ხასიათდება ორი ინტეგრების მუდმივით, რომლებიც შემოვსაზღვრეთ და შევაფასეთ ჰაბლის ჰორიზონტზე. საბოლოოდ, ჩვენ შევისწავლეთ ამონახსნის სხვადასხვა მრავალფეროვანი თვისებები, მათ შორის მოდიფიკაციები ნიუტონის ძალაში დიდ მასშტაბებზე, გამოსახულებებში სიჩქარის კვადრატზე დამოკიდებული განმზიდავი წევრის გათვალისწინებით, რომელიც სამყაროში ფარული ენერგიის მოდელირებას ახდენს.
მიმაგრებული ფაილები:
Abstract [en]ანოტაცია [ka]