ka | en
TSU

ღვინის წარმოების შედეგად მიღებული ნარჩენების პოლიფენოლური ნაერთების ზემოქმედების შესწავლა არაფერმენტულ ანტიოქსიდანტურ ტევადობაზე ღვიძლის პათოლოგიის ექსპერიმენტულ მოდელში

ავტორი: შალვა დოროყაშვილი
თანაავტორები: ეკატერინე ფიფია, მარიამ გოგიბერიძე
საკვანძო სიტყვები: MAFLD, ანტიოქსიდანტები, პოლიფენოლები, სტრეპტოზოტოცინი, უნარჩენო წარმოება
ანოტაცია:

დღეს მსოფლიოში გავრცელებულია არაჯანსაღი ცხოვრების სტილი, რაც ნიშნავს არაჯანსაღი საკვების მიღებას, რაც შესაბამისად იწვევს ჭარბწონიანობას, მეორე ტიპის დიაბეტს, და სხვა მრავალ მეტაბოლურ დარღვევას. სწორედ ასეთ მეტაბოლურ დარღვევას წარმოადგენს „მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება“ (MAFLD). ამ პათოლოგიის სამკურნალოდ განიხილება მრავალი მიდგომა, ერთ-ერთი ასეთ საშუალებას წარმოადგენს ანტიოქსიდანტების ინტეგრირება კვების რაციონში. მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს კვლევები ანტიოქსიდანტებზე და მათ გამოყენებაზე პათოლოგიების სამკურნალოდ. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა მაღალცხიმოვანი დიეტითა და სტრეპტოზოტოცინით გამოწვეული პათოლოგიის დროს პოლიფენოლური ნაერთების გავლენის შესწავლა ვირთაგვის ღვიძლის არაფერმენტულ ანტიოქსიდანტურ სტატუსზე კვლევის ობიექტი იყო .მამრობითი სქესის, თეთრი, არახაზოვანი ვირთაგვები, რომლებსაც ვკვებავდით მაღალცხიმოვანი დიერტით და შემდეგ შევუყვანეთ სტრეპტოზოტოცინი პათოლოგიის გამოსაწვევად. მოვახდინეთ ცხოველების ღვიძლების ექსტრაქცია, მათი ჰომოგენიზაცია და გავზომეთ არაფერმენტული ანტიოქსიდანტური ტევადობა შესაბამისი კომერციული, ვალიდირებული ტესტ სისტემებით. რის შემდეგაც მოხდა შედეგების ურთიერთშედარება. ჩვენი კვლევა წარმოადგენს “მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების” პოტენციური ერთ- ერთი სამკურნალო საშუალების მიღებას, ასევე აქამდე აუთვისებელი რესურსის, წიპწის შროტის გამოყენებას, რაც შესაბამისად აიაფებს წარმოებას და იცავს გარემოს დაბინძურებისაგან. კვლევის საშუალებით გამოვლინდა, რომ სტრეპტოზოტოცინის ინექციითა და მაღალცხიმოვანი დიეტით გვევლინება ერთგვარი პათოლოგია. მასთან შესაბრძოლებლად შესაძლებელია გამოვიყენოთ ღვინის წარმოების შედეგად მიღებული ნარჩენები, რომელთაც გააჩნიათ ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება. მისი აქტივობა შევადარეთ ქიმიურად სუფთა კვერცეტინთან და შეიძლება ვთქვათ, რომ ღვინის წარმოების შედეგად მიღებულ ნარჩენებს კარგი პერსპექტივა აქვთ ღვიძლის ცხიმოვანი პათოლოგიების სამკურნალოდ.


მიმაგრებული ფაილები:

Assessment of the Effect of Polyphenolic Compounds Extracted from Wine Production Waste on Non-enzymatic Antioxidant Capacity in an Experimental Liver Pathology Model [en]
ღვინის წარმოების შედეგად მიღებული ნარჩენების პოლიფენოლური ნაერთების ზემოქმედების შესწავლა არაფერმენტულ ანტიოქსიდანტურ ტევადობაზე ღვიძლის პათოლოგიის ექსპერიმენტულ მოდელში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com