ავტორიზაცია

რენტგენული სპექტროსკოპია
ავტორი: დავითი სურმანიძესაკვანძო სიტყვები: დიფრაქცია, ფლუორესენცია, აბსორბცია
ანოტაცია:
რენტგენული სპექტროსკოპია არის კვლევის მეთოდი, რომელიც მოიცავს სპექტროსკოპიის რამდენიმე მეთოდს. სპექტროსკოპიის მოცემულ მეთოდებში გამოიყენება რენტგენის სხივები (λ=0,01-10ნმ). რენტგენის სხივებისა და ნიმუშის ურთიერთქმედების შედეგად შესაძლებელია ნივთიერების შესახებ ელემენტური შედგენილობის, თვისობრივი, რაოდენობრივი, კრისტალოგრაფიული და სხვა ტიპის ინფორმაციის მიღება. რენტგენული სპექტროსკოპია მოიცავს: ენერგიის დისპერსიული სპექტროსკოპიის, ტალღის სიგრძის დისპერსიული სპექტროსკოპიის, რენტგენის სხივების ფლუორესენციის, აბსორბციის, დიფრაქციისა და სხვა ტიპის სპექტროსკოპიებს. რენტგენული სპექტროსკოპია ფართოდ გამოყენებადი მეთოდია, რომელიც აქტიურად გამოიენება ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოლოგიის, მინერალოგიის, მასალათმცოდნეობის, ეკოლოგიის, მედიცინისა და სხვადასხვა დისციპლინების მიერ კვლევის დროს. საანალიზო ნიმუშის მრავალფეროვნების მიხედვით რენტგენული სპექტროსკოპიის გამოყენება შესაძლებელია ნივთიერებათა ფართო სპექტრისთვის, როგორც მეტალებისა და კერამიკული მასალებისთვის, ასევე ბიოლოგიური ნიმუშებისთვის. ყველა ეს ფაქტორი უზრუნველყოფს სპექტროსკოპიის ფართო ექსპლუატაციას როგორც საკვლევ-სამეცნიერო, ასევე ინდუსტრიული და საწარმოო მიზნით.